გევორგ ჰოვაკიმიანის შემოქმედებითი საღამო თბილისის გარი დავთიანის სახელობის თოჯინების კულტურის სახლში |
2014 წლის 8 ნოემბერს თბილისის გარი დავთიანის სახელობის თოჯინების კულტურის სახლში გაიმართა საყვარელი მსახიობისა და მწერლის გევორგ ჰოვაკიმიანის ლიტერატურულ-შემო დამსწრეებს მიესალმა და დღის გამომსვლელი წარუდგინა თოჯინების კულტურის სახლის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ჟანა დავთიანმა. შემდეგ გევორგ ჰოვაკიმიანი, რომელიც თბილისელ სომეხ მაყურებელს ახსოვს პეტროს ადამიანის სახელობის თეატრის სცენაზე განსახიერებული სხვადასხვა როლებიდან, დამსწრეებს წარუდგა მწერლის ამპლუაში. მან წაიკითხა თავისი მოთხრობა „ჯიბგირი“, რომელიც ჯერ დაუბადებელი, დედის სხეულში ჩასახული ბავშვის ანუ ემბრიონის ფსიქოლოგიური დიალოგია. მოთხრობის მთავარი მიზანი ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტის, ჩასახული ემბრიონის მკვლელობის პრევენციაა, რაც გამოიხატა გარე სამყაროსთან კავშირის მქონე ემბრიონის დიალოგით. პოეტ- მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, ეპარქიის სამეურვეო საბჭოს წევრმა სამველ აღეკიანმა მაღალი შეფასება მისცეს მწერლის მხატვრულ ნამუშევარს, გევორგ ჰოვაკიმიანი დააფასეს არა მხოლოდ როგორც ცნობილი მსახიობი, არამედ როგორც აქტუალური ფსიქოლოგიური ჟანრის წარმომადგენელი. სიმბოლური იყო, რომ დაუბადებელი ბავშვების პროტესტის დიალოგი მიმდინარეობდა ცხონებული ოსტატი გარის შექმნილი თოჯინების გარემოში, რომლებიც უნებლიედ გახდნენ მხატვრული შემოქმედების "მსმენელები." ბოლოს კურთხევის და მადლიერების სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელო დამსწრეების მიერ ლიტერატურული ნაწარმოების სცენარის შექმნის და მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების ინიციატივა გაჟღერდა, ფილმის, რომელიც იქნება ერის დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის მოწოდება სომეხი ხალხისადმი.
|