საქართველოს სომეხთა ეპარქია შეუერთდა აქციას „#2015RTAG. Recognize The Armenian Genocide“ |
2014 წლის 9 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საკვირაო წირვა-ლოცვას მოჰყვა „ჰაირტუნ“ ცენტრის (ხელმძღვანელი: ლევონ ჩიდილიანი) და ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) საპროტესტო აქცია, დევიზით „ვარსებობთ და ვიარსებებთ“. სომეხთა გენოციდის მე -100 წლისთავის წინ საქართველოს სომეხთა ეპარქია გამოეხმაურა მარსელის სომხური სათვისტომოს ინიციატივას და შეუერთდა აქციას „#2015RTAG. Recognize The Armenian Genocide“ («# 2015RTAG: ვაღიაროთ სომეხთა გენოციდი), რომელსაც სათავეში უდგანან ანი სტეფანოვა და რიჩარდ ფნდიკიანი. „ანი“ და „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ტარონ“ ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ანსამბლების წევრთა მონაწილეობით ფლეშმობი გაიმართა, თეთრი მაისურებით გამოწყობილი ახალგაზრდების მიერ შესრულებული სომხური ტრადიციული „ქოჩარის“ ჰანგების თანხლებით, ახალგაზრდები გამომწვევი ექსპრესიული მოძრაობა-ილეთებით მოუწოდებდნენ ცივილიზებულ სამყაროს „აღიაროს სომეხთა გენოციდი". ფლეშმობის ორგანიზატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ქორეოგრაფი ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანი გახლდათ. აქციას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელო
|