ხსოვნის პანაშვიდი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
2014 წლის 7 დეკემბერს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელო საღმრთო ლიტურგიის დროს მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა იქადაგა ქრისტიანული ტრადიციების მნიშვნელობასა და მათი სწორად და გააზრებულად შესრულების შესახებ. საღმრთო ლიტურგიის ბოლოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელო ეპარქიის წინამძღვარმა ღვთის გამოცდა უწოდა არცახის ომის მძიმე დღეებში სომხეთის თავს დამყდარ დამანგრეველ მიწისძვრას, რომლის ძლიერმა ბიძგებმა წამებში 25 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მისმა ყოვლადუსამღვდელო ვაზგენ წინამძღვრმა გაიხსენა ასევე მსოფლიოს ქვეყნების გამოხმაურება და დახმარება უბედურებაში აღმოჩენილი სომეხი ხალხისთვის. წინამძღვარმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მეზობელი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიერ აღმოჩენილ დახმარებას და აღნიშნა, რომ სომეხი ხალხი ყოველთვის მადლიერებით იხსენებს მისთვის აღმოჩენილ დახმარებას. მიუხედავად იმისა, რომ დრო არჩენს ჭრილობებს, სომეხი ადამიანი კვლავ ლოცვით ითხოვს მსხვერპლთა სულის მშვიდობას და სანთლებს ანთებს მათი ხსოვნისათვის. მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნის პანაშვიდი შესრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში და სანთლები დაინთო მათი სულის სიმშვიდისათვის.
|