„ნერსეს შნორჰალი“ ახალგაზრდული გუნდის წევრების ვიზიტი თბილისის ეროვნულ მუზეუმში |
ახალგაზრდა თაობისათვის ქალაქის ისტორიის გაცნობის მიზნით, მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების დირექტორის ვალერი ბადალიანის ხელმძღვანელობით და ქორმაისტერ მარია აბულიანის თანხლებით „ნერსეს შნორჰალი“ ანსამბლის წევრები ეწვივნენ თბილისის ეროვნულ მუზეუმს. ბავშვებისთვის მუზეუმის ექსპონატების გაცნობა დაიწყო თბილისის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით ამ ბოლო პერიოდში შექმნილი საქართველოს დედაქალაქის თვითმმართველობის ისტორიისადმი მიძღვნილი საგამოფენო დარბაზიდან, სადაც გახსნილია 1875-1917 წლების თბილისის თვითმმართველობის ბავშვებმა შეიტყვეს, რომ ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში, ევროპის სხვა ქალაქების მსგავსად, თბილისში იყო ჩამოყალიბებული თვითმმართველობა, რომლის ფუნქციებში შედიოდა ზრუნვა სახანძრო სამსახურის, კომუნალური მომსახურების, სავაჭრო-სახელოსნ ბავშვების ყურადღება მიიპყრო იმან, რომ ყოფილი მერები ფიცს დებდნენ სომხურ და ქართულ ენებზე. ახალგაზრდები გაეცნნენ ძველი ქალაქის გეგმას, ნახეს ის კალამი, რომლითაც ვორონცოვ დაშკოვი ხელს აწერდა ქალაქთან დაკავშირებულ ბრძანებებს, შეიტყვეს ქალაქის განვითარების საქმეში სომეხი დიდებულების - ალექსანდერე ხატისოვის, ალექსანდრე მატინოვის, პავლე იზმაილოვის, კონსტანტინე ბეიბუთოვის, არღუთიან-დოლგორუ ანსამბლის ახალგაზრდა წევრებმა დაათვალიერეს ასევე საბჭოთა ჯარის მიერ საქართველოს ოკუპირების დამადასტურებელი მასალები, ეროვნული სამოსის თავისებურებების, ვერცხლის მჭედლობისა და ოქრომჭედლობის განვითარების ამსახველი დარბაზები. |