1geo

fb you od

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და მისი თანმხლები დელეგაციის წევრები ეწვივნენ თბილისის სომხურ ეკლესიას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Hovik Abrahamyan 

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 2014 წლის 12 დეკემბერს, სრ სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს.

პანთეონის შესასვლელთან სტუმრებს დახვდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი, სასულიერო პირებთან ერთად. დელეგაციის წევრებმა ყვავილებით შეამკეს ერის დიდებულთა საფლავები. შესრულდა პანაშვიდი მიცვალებულთა სულის სიმშვიდისათვის.

სრ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები გაემართნენ ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიისკენ, რომლის შესასვლელთან მაღალი რანგის სტუმრებს დახვდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სასულიერო პირებთან ერთად. სომხური სამოსით გამოწყობილი ბავშვები მათ შეეგებნენ პურითა და მარილით, სრ და საქართველოს აფრიალებული დროშებით.

დედა სამშობლოდან ჩამობრძანებულ სტუმრებს ეპარქიის წინამძღვარმა წარუდგინა  უძველესი ეკლესიის ისტორია. სტუმრებმა ეკლესიაში დაანთეს სანთლები, ლოცვა აღავლინეს, ქედი მოიხარეს სომეხთა გენოციდის ხსოვნისადმი ეკლესიის ეზოში დადგმულ ხაჩქართან (ჯვარ-ქვასთან) და ყვევილებით შეამკეს ხაჩქარი, სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს ასევე ეკლესიის ეზოში დაკრძალული დიდი სომეხი ქველმოქმედი ალექსანდრე მანთაშევის საფლავი.

პრემიერ-მინისტრმა აბრაჰამიანმა ასევე დაათვალიერა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრი. აქ სტუმრებს დახვდნენ თბილისიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და სომხებით დასახლებული სხვა რეგიონებიდან ჩამობრძანებული ეთნიკურად სომეხი სახელმწიფო მოხელეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, საქართველოს სომეხი საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. სტუმრები ეწვივნენ ცენტრში მოქმედ „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღს. პატარების ლამაზმა გამოსვლებმა და ნორჩი თაობის სომხური სულისკვეთებით აღზრდის საქმეში მიზანმიმართულმა მოღვაწეობამ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანზე, მან შემოწირულობა გააკეთა საბავშვო ბაღისთვის.

სტუმრებმა მოისმინეს დუდუკისა და დოლის კლასების აღსაზრდელთა შესრულებები. მისმა უსამღვდელოესობამ სტუმრები იიწვია გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, სადაც ორგანიზებული იყო თბილისის ნერსისიანის სკოლის დაარსების 190-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა.

პრემიერ-მინისტრსა და მის თანმხლებ მთავრობის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა დედა სამშობლოს ყურადღებას საქართველოს სომეხთა სათვისტომოსადმი და მადლიერება გამოუხატა სრ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს თანამშრომლობისათვის. მისმა უსამღვდელოესობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და მადლიერებით აღნიშნა საქართველოს სომხური სათვისტომოსადმი დიასპორის სამინისტროს მხარდაჭერა და მფარველობა. ეპარქიის წინამძღვარმა მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას, ბათუმის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის შექმნის საქმეში მხარდაჭერის აღმოჩენისათვის.

სტუმრებს მიესალმა და ჯავახეთის სომხებისათვის საჭირბორორტო საკითხებზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად სომეხმა დეპუტატმა სამველ პეტროსიანმა.

შემდეგ სრ პრემიერ-მინისტრი მიესალმა სტუმრებს და ისაუბრა იმ უდიდეს მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს სომხეთ-არცახ-დიასპორა თანამშრომლობას და პრემიერ-მინისტრის ოქროს მედლები გადასცა საქართველოს სომხური სათვისტომოს ღირსეულ მოღვაწეებს - ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორს, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორ ლევონ ჩიდილიანს, დავთიან თოჯინების კულტურის სახლის დირექტორს ჟანა დავთიანს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არაქართულენოვანი სასწავლო გეგმების კოორდინატორს კარინე მანუკიანს, ასევე დიასპორის სამინისტროსა და მხითარიან გაერთიანების „ჰაკობ მეღაპარტ მედალი გადასცა მწერალ-თარჯიმან, საქართველოს „კამურჯ“ ლიტერატურულ- კულტურული არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ანაჰიტ ბოსტანჯიანს და „კომიტას“ მედალი „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ ახალგაზრდული გუნდის ხელმძღვანელ მარია აბულიანს. პრემიერ-მინისტრმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა „ჰაიარტუნ“ ცენტრს გადასცა რუბენ არუტჩიანის ტილო - საიათნოვას გამოსახულებით, და სათვისტომოს წარმომადგენლებს მიულოც დამდეგი ახალი წელი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა სრ პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანს სახსოვრად გადასცა თენგიზ მიკოიანცის ფერწერული ტილო - ძველი თბილისის გამოსახულებით.

ბოლოს გაუმასპინძლდნენ სტუმრებს, რომლის დროსაც საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა დედა სამშობლოს მაღალი რანგის სტუმრებს წარუდგინეს მათთვის საჭირბოროტო და საინტერესო საკითხები. შეხვედრამ ჩაიარა თბილ ატმოსფერაში.

DSC01277 DSC01278 IMGP0043 

 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)