საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის წევრები შეხვდნენ სომეხ ახალგაზრდებს |
მიმდინარე წლის 13 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სომეხი ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან. შეხვედრა მიეძღვნა ევროკავშირისა და საქართველოს ინტეგრაციის თემას. კლუბის ხელმძღვანელებმა გიორგი გოგუაძემ და გიორგი ტუმასიანმა ჩატარებული ლექციის დროს განიხილეს ევროკავშირის შექმნის ისტორია, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასოცირების შესახებ შეთანხმება, ასევე ვიზებისა და ევროკავშირის ქვეყნებში განათლების გაგრძელების შესაძლებლობები. მეორე ნაწილმა ჩაიარა დისკუსიის ფორმატში. სომეხმა ახალგაზრდებმა გამომსვლელებს შეკითხები დაუსვეს საქართველოსა და სომხეთის ინტეგრაციის სხვადასხვა გაერთიანებებში გაწევრიანების, ორ ქვეყანას შორის ურთიერთვიზიტების, სრ მოქალაქეების საქართველოში ვიზიტების შესახებ. პროექტი ხორციელდება ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით.
|