წმინდა ქალწულთა ხსოვნის და სომეხი ქალის როლის განდიდება საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში |
მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა საღამო, მიძღვნილი სასულიერო და საერო ცხოვრებაში სომეხი ქალის როლისადმი. ღონისძიების ინიციატორი იყო საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოებასთან თანამშრომლობით. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იური ვარდანიანის, მეუღლე - ქალბატონი ელეონორა ვარდანიანი. საღამო გახსნა საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ სუსანა ხაჩატრიანმა, მან ისაუბრა სომეხი ქალის როლზე რწმენისა და სამშობლოსათვის ბრძოლის პირველ ხაზზე და დასძინა, რომ სომეხი ქალი დღესაც ერთგული რჩება მისი ეკლესიისა, ენისა და ერისა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერი მსახური მღვდელი მანუკ ზეინალიანი, მან შინაარსიანი გამოსვლით წარმოადგინა ქრისტიანული რწმენის ერთგული ქალწულები გაიანე და ჰრიფსიმე, მათი ერთგულება და წამება. თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა ისაუბრა წმინდა შუშანიკის ცხოვრებაზე, ხაზი გაუსვა მის როლს ორი ქრისტიანულ ერების ცხოვრებაში. მამა სამველმა მადლიერება გამოუხატა ასევე ღონისძიების ინიციატორ იმავე სახელწოდებით ორგანიზაციას. სომეხი ხალხის ისტორიის ყველა ეპოქაში ქალის სამშობლოსადმი თავდადებაზე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ანჟელა საროიანმა. დამსწრეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს გმირულ დედა სოსეზე, პირველ სომეხ დიპლომატ ქალბატონ დიანა აბგარზე, დასავლეთი სომხეთის პირველ ქალბატონ მწერალ ზაპელ ესაიანსა და არცახის ომის სომეხ ქალ-მეთაურზე - ანაჰიტ მარტიროსიანზე. საღამო მომხიბლავი სიმღერების მშვენიერი შესრულებით დაამშვენა „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდმა, ქორმაისტერ სვეტლანა ტატოევას ხელმძღვანელობით და კარენ მირზოიანის აკომპონირებით. საღამო იქცა სომეხი ქალის განდიდების ღონისძიებად მყუდრო გარემოში.
|