„ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების დასკვნითი კონცერტი |
2014 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების ნახევარწლიანი მუშაობის საანგარიშო კონცერტი. ხალხმრავალ დარბაზში ადგილები ეკავათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში სრ საელჩოს წარმომადგენელს, „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომლებს, მშობლებსა და სტუმრებს. ღონისძიების წამყვანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი ღონისძიების გახსნის სიტყვაში შეეხო საქართველოში სომხური კულტურის შენარჩუნებას და ისაუბრა თაობებისათვის კულტურული ღირებულებების სწავლებაზე, ასევე შემოქმედებით წრეებში თაობების ცვლილების განხორციელებაზე. საანგარიშო კონცერტი დაიწყო სამშობლოსადმი მიძღვნილი ლიტერატურული მონტაჟით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მხატვრული კითხვის წრის წევრები, წრის ხელმძღვანელის, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის სამველ ელბაკიანის თაოსნობით. საიათნოვას, კომიტასის, გუსან შერამის ნაწარმოებები, ასევე კლასიკური და თანამედროვე, ხალხური და საესტრადო მუსიკა, სომხური და ინგლისური სიმღერები შესრულდა „ნერსეს შნორჰალი“ საბავშვო გუნდის ამჯერად უკვე ცალკე წევრების სოლო შესრულებით. სულ ერთი წლის ბიოგრაფიის მქონე დუდუკის (მასწავლებელი: ივანე მკრტჩიანი) და დოლის (მასწავლებელი: რობერტ კაშავანიძე) წრეებმა გააკვირვეს აუდიტორია რიტმული და მჟღერი შესრულებებით. „ჰაიარტუნ“ ცენტრის დაარსებასთან თანადროულად ჩამოყალიბებული „ნერსეს შნორჰალი“ გუნდი ღვაწლმოსილი ქორმაისტერის მარია აბულიანის და პიანისტ კარენ მირზოიანის შრომის წყალობით ნახევარი წლის საანგარიშო კონცერტზე წარსდგა სრულიად ახალი პროგრამით, შესრულებების მიმართ ახალი მიდგომებით. „ჰაიარტუნ“ ცენტრს ასევე ჰყავს ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი. ანსამბლი, რომელიც ჩამოყალიბდა გაწევრიანებული რამდენიმე ახალგაზრდის მუსიკისადმი დიდი სიყვარულის, უსაზღვრო ერთგულებისა და მუსიკოს ვლადიმირ ასატუროვის დაუღალავი მეცადინეობების შედეგად. ნერსეს შნორჰალი ანსამბლის ყოფილი წევრები, ახლა საესტრადო ჯგუფის სოლისტების ანი ჰოვანისიანისა და მარი საჰაკიანის ნიჭიერი გამოსვლები გახდა კონცერტის ლამაზი და შთამბეჭდავი დასასრული. ბოლოს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელო მისმა უსამღვდელოესობამ მადლიერების სიტყვით მიმართა დედა სამშობლოს დიასპორის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს, გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დაწესებულებასა და ყველა ქველმოქმედს იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც მიზნად ისახავს სამშობლოდან შორს მცხოვრები სომეხი მოზარდის ყველაფერ სომხურთან დაახლოებას, ეროვნული სულისკვეთებით აღზრდას. ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს მიულოცა დამდეგი ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული, 5-6 იანვარს მიიწვია შობის ბრწყინვალე დღესასწაულისა და ნათლისღების ცერემონიებზე მონაწილეობის მისაღებად, ასევე ტრადიციულ „ქადის ფესტივალზე“.
|