1geo

fb you od

ინტელექტუალთა კლუბის „ბრეინ რინგ-2014“ ტურნირის ფინალური შეხვედრა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

breinring 

კვლავ ბრეინრინგის სტილით მოწყობილ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა ტურნირის ფინალური შეხვედრა. სამი თვის განმავლობაში თითქმის ყოველ შაბათ დღეს იმართებოდა შეხვედრა და ტურნირში ერთვებოდნენ ახალ-ახალი გუნდები. ლოგიკურ აზროვნებასა და თანმიმდევრულ მსჯელობაზე დამყარებული ექვსი ზოგადი და ამდენივე სომხური ენის, ისტორიისა და კულტურის შესახებ შეკითხვა, რომლებსაც ყურადღებით არჩევდა და კონკურენტებს წარუდგენდა ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი არტაკ აივაზიანი, მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცოდნის სიღრმის გამოვლენასა და დამსწრეთა ცოდნის შევსებას.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს როგორც  თბილისის სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენელმა გუნდებმა, ასევე ბათუმიდან სპეციალურად ჩამოსულმა „ჩვენი მომავალი“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინტელექტუალთა ჯგუფმა. და, აი 2015 წლის 22 იანვარს ტურნირის ფინალში შეხვდნენ ახალგაზრდების „ნორაშენ“ და უფროსთა „მატიან გუნდ“ გუნდები.

კონკურსი საწყის ეტაპზე, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა თემებზე ზოგად კითხვებს, მიმდინარეობდა ჰაიკ სააკიანცის „ნორაშენ“ გუნდის უპირატესობით, მაგრამ როცა არმენოლოგიის შესახებ კითხვების ჯერი დადგა, თანდათან თავისი პოზიციები გაამყარა კარენ ჰოვანისიანის გუნდმა „მატიან გუნდ“, რომელიც გამოირჩა სომხეთის ისტორიის მიმართ დიდი ინტერესიდა საკითხებისადმი სწორი ლოგიკური მიდგომით.

მწვავე და შეუპოვარი ბრძოლის შემდეგ შეხვედრა დასრულდა ფრედ. ჟიურის გადაწყვეტილებით დაინიშნა დამატებითი დრო, შედეგად მატჩი დასრულდა 5: 4 „მატიან გუნდ“-ის სასარგებლოდ.

ჟიურის თავმჯდომარემ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა, მიულოცა გამარჯვებულ გუნდს და მაღალი შეფასება მისცა არტაკ აივაზიანის შეტანილ წვლილს, ტურნირის ორგანიზების, საინტერესო და შინაარსიანი კითხვები შერჩევის საქმეში და „ჰაიარტუნ“-ის სახელით მონაწილეებს გადასცა საჩუქრები.

შემდეგ ინტელექტუალთა კლუბის წევრმა სურენ ჰარუთიუნიანმა ტურნირის თასი გადასცა გუნდს „მატიან გუნდ“. ერთსულოვნად გადაწყვიტეს ინტელექტუალთა კლუბის შეხვედრები ჩაატარონ რეგულარულად.

DSC01596 IMGP0023 IMGP0045 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)