საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სურბ სარგისის დღესასწაული აღინიშნა მსვლელობით |
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით აღინიშნება სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის - მარტიროსისა და მათი 14 თანამებრძოლის ხსენების დღე. დღესასწაული მოძრავია, წელს აღინიშნება 31 იანვარს, ენთუზიაზმი კი შეიმჩნევოდა წინასადღესასწაულ 30 იანვარს, პარასკევს, ტრადიციად ქცეული მსვლელობის ერთგული ახალგაზრდობა შეიკრიბა „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში. მომლოცვლელები, სულიერი მამების თანხლებით, სურბ სარგისის ხატითა და საეკლესიო დროშებით, გაემართნენ ხარფუხის უბანში მდებარე უძველეს სურბ სარგისის სამლოცველოსკენ. მომლოცველებმა - სხვადასხვა ასაკის მორწმუნეებმა, ილოცეს სამლოცველოს ნანგრევებთან, სანთლები დაანთეს, შემდეგ, საგალობლების სიმღერით, მივიდნენ ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში და შეურთდნენ ასობით მოწრმუნეს. ხალხმრავალ ეკლესიაში შესრულდა წინასადღესასწაულ უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კატალიკოსის ინიციატივით წმინდა სარგის მხედართმთავრის დღესასწაული გამოცხადებულია ახალგაზრდების კურთხევის დღედ. საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდა ახალგაზრდების კურთხევის წესი. სურბ სარგისი ასევე სიყვარულის მფარველია. ხალხური ტრადიციის თანახმად, წინასადღესასწაულ საქართველოს სომეხთა ეპარქია მადლობას უხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურს, თბილისში საქართველოს სომეხ მორწმუნეთა მსვლელობის გაცილებისა და გზის სავალ ნაწილზე მათი მშვიდობიანი მსვლელობის უზრუნველყოფისათვ 31 იანვარს ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში აღევლინა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია. ლიტურგიის დასასრულს, მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა, ვინც აღავლინა წირვა-ლოცვა, მორწმუნეებს კვლავ შეახსენა სურბ სარგის მხედართმთავრისა და მისი თანამებრძოლების ქრისტიანული რწმენისათვის წამების ისტორია, ისაუბრა დღესასწაულის საიდუმლოზე, მიულოცა ახალგაზრდებს და შეასრულა მათი კურთხევის წესი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში საჭირო დონეზე შესრულდა სურბ სარგის მხედართმთავრის ხსენების დღე და აღევლინა საღმრთო ლიტურგია. |