1geo

fb you od

ტიარნინდარაჯის (მირქმის) დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

tyarnndaraj 

მიმდინარე წლის 13 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დიდი ზეიმით აღინიშნა მირქმის - ორმოცი დღის იესოს ტაძრად მიყვანის დღესასწაული. მთავარი საეკლესიო დღესასწაული დაიწყო თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით და სასულიერო დასის მონაწილეობით შესრულებული წინასადღესასწაულო ღონისძიებით. საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდაანდასტანისცერემონია, აკურთხეს სამყაროს ოთხი მხარე და სანთლები, ქრისტეს სინათლის სიმბოლოდ.

სომეხი ხალხის საყვარელი - მირქმის დღესასწაული ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევით, გამოცხადებულია ახალდაქორწინებულთა კურთხევის დღედ. დღესასწაულის აღსანიშნავად ეკლესიაში მიდიან ის წყვილები, რომლებმაც ამ წმინდა ტაძარში ჯვარი დაიწერეს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში.

ეკლესიის იმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილი ცენიდან შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა ისაუბრა სამშობლოდან შორს ეროვნული სახით წარდგომის, ეროვნული და საეკლესიო ტრადიციების დაცვისა და თაობებისათვის გადაცემის მნიშვნელობაზე. ეპარქიის ლიდერმა გაიხსენა სურბ სარგის მხედართმთავრის ხსენების დღე და ახალგაზრდების კურთხევის წესი. ეს ის ტრადიციული და რელიგიურ დღესასწაულებია, რომლებიც სომეხმა ხალხმა, მისი სამოციქული ეკლესიის გარშემო კონსოლიდირებულმა უნდა შეინარჩუნოს და გადასცეს მომავალ თაობებს. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, რომელთა კეთილგანწყობით არიან საქართველოს სომხები მათი ეროვნული და სულიერი ფასეულობების პატრონნი და ზრუნავენ მათ განვითარებაზე.

დღესასწაულთან დაკავშირებით ეპარქიის კულტურის განყოფილებამ (დირექტორი: ლევონ ჩიდილიანი), „ჰაიარტუნცენტრისა და ახალგაზრდობის განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) ინიციატივით მოაწყო კონცერტი, ეროვნული სიმღერითა და ცეკვით, დაინთო ტერნდეზის კოცონი, რამაც გააორმაგა საზეიმო განწყობა. კონცერტის წამყვანმა ლიზა თოროსიანმა ერთმანეთის მიყოლებით სცენაზე გამოიწვია: ქორეოგრაფიული ანსამბლები - „ვანქ(ქორეოგრაფი: ლიანა კაშავანიძე), "ანი", „ჰაიარტუნცენტრისტარონხალხური სიმღერისა და ცეკვის (ქორეოგრაფი: ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანი), დოლისა და დუდუკის კლასების აღსაზრდელები (მასწავლებლებ: რობერტ კაშავანიძე, ივანე მკრტჩიანი), ინდივიდუალური შემსრულებლები ანა პოღოსოვა, ნინა კარაპეტიან-გევორკოვა, ჰენრიხ პეტროსიანი დაჰაიარტუნცენტრის დამწყები შემსრულებლები. ყურადსაღებია, რომ კონცერტში მონაწილეობა მიიღო მარნეულის რაიონის სოფელ კარმირის ახალადშექმნილმა ცეკვის ანსამბლმა, ქორეოგრაფ ლიანა კაშავანიშის ხელმძღვანელობით.

გვიან საღამომდე მიმდინარე დღესასწაული, მხიარული სიმღერისა და ცეკვის მშვენიერი დასასრული გახდა ლამაზი ფეიერვერკი.

ახალდაქორწინებულთათვის, „სურბ ეჯმიაწინეკლესიის სულიერ მსახურთა ინიციატივით და ეკლესიის ჯვრის ნათლიის იური ერემიანის მხარდასაჭერით, „ჰაიარტუნ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა წვეულება.

14 თებერვალს ავლაბრისსურბ ეჯმიაწინეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით, მღვდელმა სამველ თაოროსიანმა აღავლინა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია.

მირქმის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, ბათუმისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის სხვა სომხურ ეკლესიებში.

 IMG 5020 DSC01753 DSC01785 

DSC01840 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)