თბილისში ყვავილებით შეამკეს ყოველთა სომეხთა პოეტის საფლავი |
19 თებერვალს, ყოველთა სომეხთა პოეტის - ოვანეს თუმანიანის, დაბადების დღეა. როგორც ყოველ წელს, ამჯერადაც თბილისის სომხებმა, ვიზიტით სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის პანთეონში, სიყვარული და პატივისცემა გამოუხატეს დიდ სახალხო მწერალს და ქედი მოიხარეს მისი ხსოვნის წინაშე. დიდი თუმანიანის საფლავთან საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით და სასულიერო დასის მონაწილეობით შესრულდა პანაშვიდი. ცერემონიის დასასრულს, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მადლობა გადაუხადა თბილისელ სომეხ ინტელიგენციას, ერის დიდებულთა ხსოვნის პატივისცემისათვის. ეპარქიის ლიდერმა ხაზი გაუსვა ასევე თბილისის მერიის ზრუნვასა და სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს მზრუნველობას ხოჯივანქის სომეხ დიდებულთა პანთეონის მიმართ.
|