1geo

fb you od

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი შეხვდა სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP0011 

"თბილისის სომეხთა ასამბლეა“ არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, 2015 წლის 1 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერთან - დავით თარხან-მოურავთან.

შეხვედრის თემა იყო სომხურ-ქართული ურთიერთობები დღეს და ხვალ .... ინტერესმა ორი ქრისტიანი ხალხების ურთიერთობების აწმყოსა და მომავლის მიმართ გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შეკრიბა თბილისის სომხური სათვისტომოს სხვადასხვა თაობების წარმომადგენლები. ღონისძიების წამყვანის, "თბილისის სომეხთა ასამბლეის“ თავმჯდომარის დავით მანუსაჯიანის ინიციატივით შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში. დამსწრეებმა წამოსწიეს საკითხები, რომლებიც მოიცავდა სომხურ-ქართული ურთიერთობების პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ ასპექტებს.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა გააკეთა სხვადასხვა ალიანსებში გაწევრიანებულ სომხეთსა და საქართველოს, სომხურ-ქართული, ქართულ-რუსული, საერთაშორისო პოლიტიკური სამყაროს საფუძვლიანი და დასაბუთებული ანალიზი.

შემდეგ ალიანსის ლიდერმა უპასუხა დამსწრეთათვის საინტერესო შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა საქართველოს მოქალაქეობას, ჯავახეთის პრობლემას, საყოფაცხოვრებო გარკვეულ საკითხებს, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

შეაჯამა რა ღონისძიება, მოდერატორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელს სომხურ სათვისტომოსთან გამართული საინტერესო შეხვედრისა და შინაარსიანი საუბრისათვის.

IMGP0001 IMGP0003 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)