ორგანიზაცია "კეთილი სამარიელის" ბავშვების სიყვარული საქართველოს მათი თანატოლებისადმი |
მიმდინარე წლის თებერვლის ბოლო კვირის ყოველმა დღემ განსაკუთრებული სიხარული და აღფრთოვანება აჩუქა ქვემო ქართლის რეგიონის სომხებით დასახლებული რაიონებისა და სოფლების ბავშვებს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერი მამები „საქართველოში კეთილი სამარიელი" საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მერაბ ორაგველიძის განკარგულებით და ლოგისტიკის კოორდინატორის კარენ ერიციანის წინამძღოლობით, ყოველ დღე სხვადასხვა დასახლებებში ვიზიტით, საბავშვო ბაღებისა და სკოლების 3-14 წლის ასაკის ბავშვებს განუმარტავდნენ ჩვენი უფალის იესო ქრისტეს დიდ სიყვარულს ბავშვების მიმართ და ამ დიდი სიყვარულის მტკიცებულებად ბავშვებს ურიგებდნენ იმ საჩუქრებს, რომლებიც ფერად ყუთებში შეფუთეს და მათ გამოუგზავნეს სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა ეროვნების ბავშვებმა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის, მღვდელ სამველ თოროსიანის ქრისტიანული სიყვარული და სიკეთის შესახებ ქადაგების შემდეგ საჩუქრები მიიღეს ქალაქ მარნეულისა და სოფელ მირზოევკის, სოფელ წითელის, დაბა შაუმიანის სამი სკოლისა და საბავშვო ბაღის, სოფელ დამიას ბავშვებმა. მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა კი ორგანიზაცია „კეთილი სამარიელის“ საჩუქრებით გაახარა მარნეულის რაიონის წოფქ, გიულიბახ, ჩანახჩი, ხოჟორნი, აღქიორფი, ხოხმელ, ბრდაძორ სოფლების ბავშვები. ბავშვური სიყვარულისა და სიკეთის სიხარული იწვნიეს ასევე ქალაქ ბოლნისის სომხურ-ქართული სკოლის, სოფლების ბოლნის-ხაჩენისა და კიანეთის მოზარდებმა, რომლებსაც სიკეთეზე ესაუბრა და შემდეგ საჩუქრები დაურიგა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთიუნიანმა. თეთრიწყაროს რაიონის შამშულდა და დაღეთ-ხაჩენ სოფლებს ორგანიზაცია „კეთილი სამარიელის“ საჩუქრები დაურიგა თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა. ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის მღვდელმა არარატ გუმბალიანმა საჩუქრებით გაახარა ადგილობრივი ბავშვები. "კეთილი სამარიელი" საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის მეშვეობით მათი თანატოლებისათვის გამოგზავნილი საჩუქრების დარიგება საქართველოში გრძელდება.
|