1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერმა მამამ ისაუბრა ეპარქიის პრობლემების შესახებ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

religious issues

2015 წლის 23 თებერვალ, თბილისის სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საზოგადოებ წარუდგინა 2014 წელს შესრულებული სამუშაოები და საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის სტრატეგია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას წარმოადგენდნენ თბილისისსურბ გევორგსაკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვარი მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი და ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და სახელმწიფოსთან თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი.

სააგენტოს საქმიანობისა და რელიგიურ თემებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები გამოთქვეს თბილისის მერმა დავით ნარმანია, საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სხვებმა.

თავის გამოსვლაში მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა შეაფასა რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა და მოღვაწეობა საქართველოს რელიგიურ თემებში დაგროვილი საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით და მოუწოდა, რომ რელიგიური თემებისთვის ეკლესიების დაბრუნების მექანიზმები შესაბამონ საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის მიმართ სახელმწიფოს მიერ ჩამოყალიბებულ მექანიზმებსა და პრინციპებს, ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში. გამომსვლელმა ხაზი გაუსვა ასევე რელიგიური თემების შესახებ კანონის მიღების საჭიროებას.

 სულიერმა მამა დააყენა ასევე 2014 ლს საქართველოში ჩატარებული ღწერის სერიოზულ ნაკლოვანებების საკითხი და ინიციატივით გამოვიდა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გამოყოფილი თანხების განაწილებისას გაითვალისწინო რელიგიური თემისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბები, და არა მოქმედ ეკლესიათა ან სასულიერო პირთა რაოდენობა.

მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის სახელით განაცხადა, რომ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია განაგრძობს თანამშრომლობას რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და მის ხელმძღვანელთან.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)