სომხურენოვანი საჯარო სკოლების ხელმძღვანელები შეხვდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს |
2015 წლის 14 მარტს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს სომხურენოვანი საჯარო სკოლების ხელმძღვანელთა შეხვედრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვართან მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მარნეულის რაიონის მირზოევკის, ჩანახჩის, შაუმიანის პირველ და მესამე, ბოლნისის რაიონის ბოლნის-ხაჩენის და კიანეთის, თეთრიწყაროს რაიონის სამშვილდის, ასევე დედაქალაქ თბილისის 103-ე და 104-ე საჯარო სკოლების დირექტორები და სასწავლო ნაწილის გამგეები. შეხვედრას ესწრებოდა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი. ეპარქიის ლიდერი მიესალმა დამსწრეებს და დაინტერესდა დედაქალაქში და სომხებით დასახლებულ დასახლებებში სომხური ენის სწავლებით სკოლების მოსწავლეთა რაოდენობის, სახელმძღვანელოებ შეხვედრის დამსწრე ყოველმა ხელმძღვანელმა ისაუბრა მის სკოლაში სასწავლო-აღმზრდელობითი სამუშაოების, სახელმძღვანელოებ ეპარქიის წინამძღვარმა შეაჯამა შეხვედრა, სამუშაოთა გაუმჯობესების და დახვეწის საშუალება უწოდა ყოველწლიურად სრ განათლებისა და მეცნიერების და დიასპორის სამინისტროების ორგანიზებით ჩატარებულ გადამზადების ტრენინგებს და დამსწრეებს აუცილებლად მათი სკოლების მასწავლებლების ამ ტრენინგებზე გაგზავნისკენ მოუწოდა, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი დროის სულისკვეთების ჰარმონიული ახალგაზრდა თაობის აღზრდას. მისმა ყოვლადუსამღვდელო წინამძღვარმა თაობების აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების საქმეში მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატა. |