1geo

fb you od

წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხსენების საღმრთო ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP0047 

მიმდინარე წლის 21 მარტს, აღინიშნა პირველი სომეხი კათოლიკოსის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ხორ ვირაპში გრიგოლ განმანათლებლის წამების მოსახსენიებლად. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს სომეხთა ეპარქიის "სურბ ეჯმიაწინ" ეკლესიაში, ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით აღევლინა საღმრთო ლიტურგია. ქრისტიანული ეკლესიის წმინდანის დღესასწაულზე გაიხსნა ეკლესიის საკურთხეველი და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა მიეცათ.

ლიტურგიის ბოლოს, წინამძღვარმა იქადაგა დღის საიდუმლოზე, გრიგოლ განმანათლებლის წამებაზე, მის შესვლაზე ხორ ვირაპში, 13 წლის მანძილზე გამოჩენილ ნებისყოფაზე, წინააღმდეგობის გაწევასა და ღვთისა და ქრისტესადმი ერთგულებაზე. წინამძღვარმა ასევე ხაზი გაუსვა საუკუნეების მანძილზე ერის არსებობისათვის სომეხი ხალხის ბრძოლას. გენოციდის წლებში ნებისყოფამ და წინააღმდეგობის ძალამ გადაარჩინა სომეხი ხალხი, აღორძინების ძალა და მსოფლიოს წინაშე 5 ათასი წლის კულტურის მქონე ქრისტიანული ღირებულებების მქონე ერად წარდგომის შესაძლებლობა მისცა, ერი, რომელიც ანათებს ცხოვრებას და ხსნის გზას მომავლისაკენ.

ხორ ვირაპში წამების შემდეგ წმიდა გრიგოლ განმანათლებელმა თავი მიუძღვნა ქრისტეს სინათლის გავრცელებას სომეხთა შორის, გახდა სახელმწიფოებრივა აღიარებული სომეხთა ეკლესიის პირველი პატრიარქი”, - დაასრულა ქადაგება ეპარქიის ლიდერმა.

წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხსენების დღე აღინიშნა ასევე საქართველოს ეპარქიის სხვა ეკლესიებში.

IMGP0014 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)