"მხითარ სებასტაცი" საგანმანათლებლო კომპლექსის მასწავლებელთა გუნდმა იმღერა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში |
მიმდინარე წლის 25-28 მარტს, თბილისში სტუმრობდა „მხითარ სებასტაცი“ საგანმანათლებლო კომპლექსის მოსწავლეთა, პედაგოგთა, მშობელთა ჯგუფი, დირექტორ აშოტ ბლეიანის ხელმძღვანელობით. საგანმანათლებლო კომპლექსს თანამშრომლობითი კავშირები აქვს თბილისის საჯარო სკოლებთან, რაც ძლიერდება ურთიერთვიზიტებით და თაობათა შორის ურთიერთობებისა და მეგობრული კავშირების დამყარებით. ამჯერად სებასტიელები თბილისში იყვნენ ჩამოსული საქართველოს პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირების თბილისის გლდანის ორგანიზაციის საპასუხო მოწვევით. სტუმრობის დღეებში „მხითარ სებასტაცი“ საგანმანათლებლო კომპლექსის „სებასტაცინერ“ მასწავლებელთა გუნდი თბილისის სასოფლო-სამეურნე საგანმანათლებლო კომპლექსის წარმომადგენლებს კეთილ ტრადიციად აქვთ ქცეული საქართველოში ჩამოსვლისას აუცილებლად სომხურ ეკლესიაში მისვლა. 28 მარტს, „სებასტაცინერ“ მასწავლებელთა გუნდი, სამხატვრო ხელმძღვანელის, სრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ჰარუთიუნ თოფიკიანის ხელმძღვანელობით, თბილისის უძველეს ტაძარში, მორწმუნეების, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მშობლიური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლებისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელების და მათი მშობლების საპატივცემულოდ გამართეს სულიერი სიმღერების მშვენიერი კონცერტი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელო შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვართან ერთად სტუმრებმა დაათვალიერეს „ჰაიარტუნ“ ცენტრი. „სებასტაცი“ საგანმანათლებლო კომპლექსის დირექტორმა აშოტ ბლეიანმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლების მოწაფეები და მასწავლებლები მიიწვია დედაქალაქ ერევანში, სამშობლოს მოსანახულებლად და მისი ისტორიული და კულტურული ფასეულობების გასაცნობად. აშოტ ბლეიანმა მადლობა გადაუხადა ეპარქიის წინამძღვარს და „ჰაიარტუნ“ ცენტრის პერსონალს, თბილი მიღებისათვის, და საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების პედაგოგები მიიწვია „მხითარ სებასტაცი“ საგანმანათლებლო კომპლექსში, გამოცდილების გაზიარებასა და მასტერკლასებზე. ბოლოს სტუმრებმა და ადგილობრივებმა შეასრულეს ტიგრან მანსურიანის სიმღერა „ეს იმ ანუშ ჰაიასტანი“.
|