1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა ბზობის დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP0033 

2015 წლის 29 მარტ, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ აღნიშნბზობ, იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლა. უწმინდესმა და უნეტარესმა, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ რამდენიმე წლის წინ ბზობა გამოაცხადა ბავშვების კურთხევის დღედ.

დილით ხალხმრავლობა იყო თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში და მის გარშემო. დილის ღვთისმსახურების შემდეგ მორწმუნეებით სავსე ეკლესიაში აღევლინა საღმრთო ლიტურგია. მქადაგებელმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, ქადაგებაში დაწვრილებით წარადგინა ბზობის საიდუმლო და დღესასწაულის სულიერი მოწოდება, ისაუბრა იესო ქრისტეს ამქვეყნიერი ცხოვრების ბოლო რამდენიმე ეპიზოდზე.

შემდგომ წინამძღვარმა ასევე აკურთხა ბავშვები.

დღის განმავლობაში არ წყდებოდა ხალხის ნაკადი სომხურ ეკლესიაში. სასულიერო პირების მიერ იკურთხებოდა ტირიფის რტოები და ურიგდებოდა მორწმუნეებს, ვინაიდან რტოს და ტოტის ჩუქება სიმბოლოა განსაკუთრებული პატივისცემისა და საზეიმო განწყობისა.

ბზობის ზეიმი გაიმართა სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და ბათუმის სომხურ ეკლესიებ.

IMGP0022 IMGP0026 11682 804162072999508 3235009657833684885 n 

10997606 1549203682011098 1322337759789632848 o 11102849 727615397358458 1834206692732036564 o 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)