1geo

fb you od

ვაჰან ტერიანი - 130, სომეხთა გენოციდი - 100 PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Teryan 

ამ სახელწოდებას ატარებდა 2015 წლის 29 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ჰაიარტუნ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გამართული ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო. ღონისძიება, „ჰაიარტუნცენტრის მხარდაჭერით, ორგანიზებული იყო სომხური ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი პედაგოგის როზა ზორაბიანის მიერ.

ღონისძიებ, მისი დასწრებით, პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ხალხმრავალ დარბაზში ადგილები ეკავათ მწერლებს, ბიზნესმენებ, ვაჰან ტერიანის პოეზიის თაყვანისმცემლებს.

განათლების განყოფილების დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა დამსწრეებს მიულოცა ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული და სცენა დაუთმო საკვირაო სკოლის აღსაზრდელებსა და მასწავლებელს.

ვაჰან ტერიანის ემოციურმა პოეზიამ დაიპყრო აუდიტორი და გადაიყვან წარსულში, რომელიც ადამიანს ახსენებს სიყვარულის იხარულ, დაშორების ტკივილ, სამშობლოს უბედურ აწმყოს, გენოციდის საშინელ დღეებს, იმედგაცრუებას, სევდას.

ახალგაზრდები, რომლებიც ერთი-ორი წლის წინ მშობლიურ ენაზე ძლივს წარმოთქვამდნენ სიტყვებს, ფურცლავდნენ დიდი პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების გვერდებს, ლამაზი დეკლამაციით და დიდი ღელვით წარმოადგენდნენ ვაჰან ტერიანის შემოქმედებას, მისი მოღვაწეობის ეპიზოდებს. მათ გააჟღერეს პოეტური სტრიქონები, რომლებიც ასე წმენდენ, ალამაზებენ და აღელვებენ ადამიანის სულს, გაიხსენეს დიდი ლირიკოსის შემოქმედებაზე როგორც სომეხი, ასევე სხვა ერების დიდებულთა გამონათქვამები და შეფასებები.

ფასდაუდებელია მასწავლებელ როზა ზორაბიანის წვლილი იმ თვალსაზრისით, რომ მან შეძლო მშობლიური ენის კურსის დაკავშირება პატრიოტიზმთან, ნაციონალურ გრძნობებთან, წარსულის დანაკარგებსა და გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნასთან, ამით იგი შთააგონებს მის მსმენელებს სომხური ენის მარადიულობის, სომხური კულტურის განვითარების, უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის მარადიულობის გრძნობას, - აი ასეთი აზრი გამოთქვეს გამომსვლელებმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა, მიქაელ თადევოსოვმა, მელანია ბარსეღიანმა, სამველ აღეკიანმა, ლევონ ოსიპოვმა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა აკურთხა დამსწრეები, მაღალი შეფასება მისცა მასწავლებლის ერთგულებას თაობებისათვის სომხური განათლების მიცემის საქმისათვის, მიესალმა ახალგაზრდების მშობლიური ენის შესწავლის გადაწყვეტილებას და ნებას. წინამძღვარმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ენის შენარჩუნებით, რწმენისადმი ერთგულებით, წინაპართა ხსოვნისადმი პატივის მიგებით, სამშობლოს კეთილდღეობისადმი ერთგულებით სომეხ ხალხს შეუძლია მიაღწიოს მისი სასამართლოს სამართლიან გამარჯვებას.

ღონისძიებაზე გაიჟღერა ვაჰან ტერიანის ლექსებზე დაწერილმა სიმერებმა.

DSC02315 DSC02321 DSC02348 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)