დიდი პარასკევი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის კალენდრით, 2015 წლის 3 აპრილს, დიდ პარასკევს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში ჩატარდა ღვთისმსახურება, რომელიც იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დილის ღვთისმსახურების შემდეგ, ტაძრის შუაგულში მომზადდა ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - ქრისტეს სიმბოლური "საფლავი". საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით, სამღვდელოებისა და მორწმუნეების მონაწილეობით გარდამოხსნა გამოასვენეს საკურთხევლიდან, გამოასვენეს ეკლესიიდან, შემოატარეს და „საფლავში“ დაასვენეს, ამის შემდეგ სამღვდელოებამ და მლოცველებმა ილოცეს, შემდეგ ეამბორნენ „საფლავზე“ მოთავსებულ ჯვარს. ეპარქიის წინამძღვარმა იქადაგა დღის საიდუმლოზე, მორწმუნეთა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ადამიანს ზოგადად ეშინია სიკვდილის, მაგრამ ქრისტეს სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით სიკვდილი ჩვენთვის აღარ არის საშინელი, იმიტომ, რომ იესოს მეშვეობით მკვდრეთით აღდგომის იმედი გვაქვს. ამიტომაც ყვავილებით შემკული ეს საფლავი გვახარებს არა სიკვდილს, არამედ სიცოცხლეს, მარადისობას და ნეტარებას. მისმა ყოვლადუსამღვდელოებამ ხაზი გაუსვა საქართველოს სომეხი მორწმუნეების ერთგულებას ვნების კვირის საეკლესიო ცერემონიებისადმი. წინამძღვარმა განაცხადა, რომ ეს არის სომეხი ადამიანის ვალდებულება მისი რწმენისადმი, მისი ენისა და სამშობლოსადმი და მოუწოდა ყველგან და ყოველთვის იცხოვრონ ქრისტიანული სიყვარულის და დედა სამშობლოს, მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინისა და იმ ქვეყნის ერთგულებაში, სადაც ცხოვრობენ. იგივე ცერემონიები ჩატარდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში. |