საქართველოს სომეხთა ეპარქიაში საზეიმოდ აღინიშნა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული |
2015 წლის 5 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, მრავალრიცხოვან მორწმუნეთა მონაწილეობით, აღინიშნა თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, მარნეულის რაიონში, ბათუმში სომეხთა ეკლესიის წესებითა და რიტუალებით. დღე განსაკუთრებით სადღესასწაულო იყო თბილისში. უამრავი მორწმუნე შეიკრიბა ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. სომხურ უძველეს ტაძარში ჩატარდა ღვთისმსახურება, ანდასტანის რიტუალი, შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ჩვენი უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის საღმრთო ლიტურგია აღავლინა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, სათვისტომოს თანამდებობის პირები, განათლებისა და კულტურის მოღვაწეები, უამრავი სომეხი მოქალაქე. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, და დღის საიდომლოზე ქადაგებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ მაცხოვრის აღდგომის მსგავსად გენოციდის ხოცვა-ჟლეტიდან აღმდგარი, სამშობლოს მოწყვეტილი და მთელ მსოფლიოში გაფანტული სომხობა, რომელიც ქმნის თავის ისტორიას - ტაძრებს აშენებს, ინარჩუნებს სომხურ ენას, დამწერლობას და ყველგან აჟღერებს საგალობლებს. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მიულოცა საქართველოს იმ ქრისტიანებს, ვინც დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღმრთო ლიტურგია აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში.
|