1geo

fb you od

სომეხი გენერლების ვიზიტი ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიასა და „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

generals 

2015 წლის 9 აპრილს, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის ხაჩქარის აღმართვასთან დაკავშირებით, იერუსალიმში გამგზავრებისას, სრ ეროვნული ასამბლეის დეპუტატ, სრ ქვეყნის მცველთა მოხალისეთა კავშირის თავმჯდომარე, სომხური არმიის გენერალ-ლეიტენანტ მანველ გრიგორიანის ხელძღვანელობით დელეგაცია მოკლე დროით შეჩერდა თბილისში. დელეგაციის წევრები ეროვნული ასამბლეის დეპუტატი გენერალ-მაიორი სედრაკ საროიანი და სიუნიქის რეგიონის გუბერნატორი სურენ ხაჩატრიანი, საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იური ვარდანიანის თანხლებით, ეწვივნენ ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ტაძარს.

ლეგენდარულ გენერლებს და სტუმრებს დახვდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სულიერი მამები და ეპარქიის თანამშრომლები. მაღალი რანგის სტუმრებმა დაათვალიერეს კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრი. ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა სტუმრებს უამბო „ჰაიარტუნ“ ცენტრის მოღვაწეობის, სომეხთა გენოციდის მოწამეთა ხსენების ღონისძიებების შესახებ. სტუმრებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში "გენოციდ გადატანილთა მემკვიდრეები საქართველოში“ სახელწოდებით გამოფენა, „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღი, რომლის აღსაზრდელებმა მათ საპატივცემულოდ შეასრულეს სომხეთის სახელმწიფო ჰიმნი.

 გენერალ-მაიორ მანველ გრიგორიანმა მადლობა გადაუხადა ეპარქიის თანამშრომლებს, ბავშვების ეროვნული სულისკვეთებით აღზრდის, მშობლიური ენის გავრცელების და სულიერი, კულტურული და ისტორიული ღირებულებების შენარჩუნების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებისათვის.

დედა სამშობლოდან ჩამოსულმა სტუმრებმა სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა მათი მომლოცველობა და უსურვა წარმატება, კეთილი დაბრუნება და დღეგრძელობა.

სტუმრებმა ქედი მოიხარეს ეკლესიის ეზოში აღმართულ დიდ ქველმოქმედ მანთაშევის საფლავთან.

მომლოცველები ეწვივნენ ასევე ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს და ყვავილებით შეამკეს ერის ღირსეული შვილების საფლავები.

IMGP0102 IMGP0154 IMGP0235 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)