1geo

fb you od

"სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები - სომხური სკოლების მომავალი პირველკლასელები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

hayartun-104 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის გამოსაშვებ ჯგუფს წელს 19 აღსაზრდელი ჰყავს, რომლებიც სწავლას თბილისის საჯარო სკოლებში გააგრძელებენ. აღსანიშნავია, რომ 14 მათგანი სწავლას გააგრძელებს სომხურ სკოლაში, მათ შორის, 12 - 104-ე სკოლაში, ორი - 103-ე საჯარო სკოლაში.

2015 წლის 19 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი, „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი ევგენია მარკოსიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის დირექტორი ლევონ ჩიდილიანი, მომავალი მოსწავლეების მშობლები და მომავალი მოსწავლეები ეწვივნენ 104-ე სკოლას და თორმეტმა ბავშვმა ოფიციალურად გაიარა პირველი კლასის რეგისტრაცია.

ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სკოლის დირექტორის და სასწავლო ნაწილის გამგის მიერ ჩატარებულ გასაუბრებაში და გამოავლინეს საჭირო ცოდნა როგორც სომხურ ენაში, ასევე მათემატიკის ელემენტარულ საკითხებში, გაარჩიეს სომხეთისა და საქართველოს დროშები, შეასრულეს ორი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი. სკოლის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა საბავშვო ბაღის გამგეს, „ჰაიარტუნ“ ცენტრს ბავშვების მომზადებისა და სომხურ სკოლაში გაძღოლისათვის.

საბავშვო ბაღის დირექციის მიერ დეტალურად და ზუსტად მომზადებული დოკუმენტების და მშობლების განცხადების საფუძველზე, ზემოაღნიშნული ბავშვები 2015-2016 სასწავლო წელს სწავლას დაიწყებენ 104-ე სკოლის პირველ კლასში.

 მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას თბილისელი სომეხი ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიცემის მიმართულებით.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)