1geo

fb you od

"სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელების გამოსამშვიდობებელი ზეიმი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

nakhakrdaran 

2015 წლის 26 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა "სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის 2014-2015 სასწავლო წლის გამოსაშვები ჯგუფის გამოსამშვიდობებელი ზეიმი. ფერადი ბუშტებით გაფორმებული დარბაზის ცენტრში ამაყად ისხდნენ სომხურ ეროვნულ კოსტუმებში გამოწყობილი უფროსი ჯგუფის აღსაზრდელები.

საუფლო ლოცვის და ეპარქიის წინამძღვრის კურთხევის მიღების შემდეგ, ნაჩვენები იქნა „ჰაიარტუნ“ ცენტრის საინფორმაციო ვიდეოციკლის სპეციალური გამოშვება, მიძღვნილი „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის ერთი ჩვეულებრივი დღისადმი, გაკვეთილით, მეცადინეობებით, თამაშებით და გართობებით. შემდეგ ბავშვებმა წარმოაჩინეს სომეხთა ეკლესიის, მშობლიური ენისა და დედა სამშობლოსადმი დიდი სიყვარულით გაჯერებული ცოდნა, რაც მათ მიაწოდეს მასწავლებლებმა ლალა გევორგიანმა, ოქსანა შაროიანმა, ოქსანა ოსიპოვამ, მეტაქსია ღაზარიანმა,დიაკვანი გევორქ ანტონიანმა, ჰოვანეს შაჰნაზარიანმა. პატარებმა ლექსების გამართული კითხვით, სიმღერითა და ცეკვით დაიმსახურეს დამსწრეთა ქება.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა მადლობა გადაუხადა საბავშვო ბაღის პერსონალს, მხარდამჭერებს, განსაკუთრებით, მშობლებს, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თავიანთი შვილების მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას და ყოველთვის მზად არიან ხელი შეუწყონ საბავშვო ბაღის მუშაობას. ბავშვებს ბავშვობის ახალ, უფრო საპასუხისმგებლო ეტაპზე შესვლა მიულოცა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იური ვარდანიანის მეუღლემ- ქალბატონმა ელეონორა ვარდანიანმა და მათ ლამაზი საჩუქრები გადასცა. ბატონმა ბორის სააკოვმა კი, რომელიც აი უკვე ოთხი წელი ზედიზედ ნოვოსიბირსკიდან თბილისში თავის ჩამოსვლას ამთხვევს საბავშვო ბაღის გამოსაშვებ ღონისძიებებს, ბავშვების აღზრდის ამ საგანმანათლებლო დაწესებულების მოღვაწეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა, ის როგორც დედა სამშობლოდან შორს სომეხი პატარას სულში სომხური სულისკვეთების დანერგვის მისია დააფიქსირა.

ზეიმი შეაჯამა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, შეფასების სიტყვით მიმართა საბავშვო ბაღის ხელმძღვანელს, მასწავლებლებს, ძიძას, ყველა მშობელს. წინამძღვარმა ახსენა თბილისის ნერსისიან სკოლა და მარიამიან-ჰოვნანიან ქალთა გიმნაზია, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მოქმედებდნენ თბილისში და დიდ როლს ასრულებდნენ სომხური სათვისტომოს ცხოვრებაში, იმედი გამოთქვა რომ ღვთის ნებით, რამდენიმე წელიწადში აქ მსგავსი სკოლა შეიქმნება და გააგრძელებს ბავშვების განათლების მაღალკვალიფიციურ ეროვნულ სკოლაში. შემდეგ ბავშვებს გადაეცათ მოწმობები.

ზეიმის შემდეგ, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამღვრის წინამძღოლობით, სულიერი მამის მღვდელ ნარეკ ღუშჩიანის მიერ საბავშვო ბაღის ყველა მოუნათლავი ბავშვი მოინათლა.

DSC03637 DSC03653 DSC03659 

IMGP0609 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)