1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო პირების და განყოფილებათა პასუხისმგებლების საანგარიშო კრება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

joghov 

2015 წლის 30 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა ეპარქიის სამღვდელოების, განყოფილებათა პასუხისმგებლების და „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომლების ნახევარწლიური საქმიანობის საანგარიშო კრება.

შეხვედრას უძღვებოდა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი.

შეხვედრა დაიწყო საუფლო ლოცვით და ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით, რის შემდეგაც დამტკიცდა დღის წესრიგი, რომლის მთავარი საკითხები იყო:

ა) ეპარქიის განყოფილებების და მღვდლების ექვსი თვის მუშაობის ანგარიში;

ბ) წლის მეორე ნახევრის დავალებები.

 ეპარქიის განყოფილებათა პასუხისმგებლებმა სათითაოდ წარადგინეს საანგარიშო პერიოდში, თავიანთი ხელმძღვანელობით, განყოფილების შესრულებული სამუშაოები. შეფასდა „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის საქმიანობა, სამართლებრივი და თანამშრომლობის განყოფილების წინსვლა ეკლესიების ეპარქიისთვის დაბრუნების მიმართულებით. ისაუბრეს სხვადასხვა მედიასაშუალებებით ეპარქიის სამუშაოთა გაშუქებაზე, დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ქართულ მედიასაშუალებებთან მიმდინარე სამუშაოებს. ახალგაზრდობის განყოფილების მიერ ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვის მიმართულებით ჩატარებულ საქმიანობასთან ერთად, კვლავაც პრიორიტეტულია სომეხი ახალგაზრდების ეკლესიის ირგვლივ შეკრების, სხვადასხვა პროექტებში მათი ჩართვის საკითხები. ეპარქიას, სოციალური განყოფილების მეშვეობით, ყურადღების ცენტრში ჰყავს სოციალურად დაუცველი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მარტოხელა ადამიანები. სიხარულით აღინიშნა, რომ დასკვნით ეტაპზე შედის „სურბ გევორგ“ ეკლესიის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ბათუმში მიმდინარეობს ალექსანდრე მანთაშოვის სახელობის ცენტრის სარემონტო სამუშაოები, თბილისში კი შეძენილ იქნა ოვანეს თუმანიანის ბინა.

თბილისში  მოქმედ სომეხთა ეკლესიის მღვდელმსახურებმა უხუცესობის მიხედვით ისაუბრეს თავიანთ საქმიანობაზე. საპატიმროებში ყოველკვირეულ ვიზიტებთან ერთად დიდი მნიშვნელობა მიენიჭა პატიმრობიდან განთავისუფლებულ პირთა მიმართ გამოჩენილ ყურადღებას. სულიერმა მამებმა ისაუბრეს საეკლესიო რიტუალებზე მორწმუნეების დასწრებაზე, მომლოცველობებზე და რაიონებში სასულიერო-კულტურულ ღონისძიებებში მათ მონაწილეობაზე.

ეპარქიის საქმიანობის სავიზიტო ბარათი კვლავაც კულტურის განყოფილების და „ჰაიარტუნ“ ცენტრის მოღვაწეობაა, შემოქმედებითი ჯგუფები, ახალგაზრდული პროგრამული ღონისძიებები. ეპარქიის წინამძღვარმა პერსონალს მოუწოდა ეკლესიის საერთო მისიაში ჩართვისკენ.

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ დალოცა კრების მონაწილეები, დადებითი შეფასება მისცა შესრულებულ მუშაობას და ახალი რეკომენდაციები მისცა შემდგომი საქმიანობისათვის. ეპარქიის წინამძღვარმა მოუწოდა ერთგულნი იყონ თავისი მისიისა, შეინარჩუნონ სულიერი და კულტურული ცხოვრება საქართველოში, ქრისტიანული სიყვარულით გააგრძელონ ურთიერთობები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ქართული საზოგადოების კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამოიჩინონ ინიციატივები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მიმდინარე წლის 27 სექტემბერს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში ჩასატარებელ მირონის კურთხევაზე ეპარქიიდან მომლოცველობის ორგანიზებაზე.

IMGP0793 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)