ლექცია ისტორიული მოვლენები ჭეშმარიტი გაშუქებით |
ღრმა არის შთაბეჭდილება, როდესაც შენი ხალხის ისტორია ხდება უცხოელების სამეცნიერო კვლევების წყარო, იტაცებს მეცნიერს - ისტორიის მოსახვევებში მეტის გაგების და ბნელი კუთხეების გამოვლენის წყურვილით. სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დატოვა ახალგაზრდა ისტორიკოსმა - ბელორუსის ქალაქ მინსკში მოქმედი „ანივ“ არმენოლოგიური კვლევების მხარდაჭერის და განვითარების ფონდის მეცნიერ- მუშაკმა ევგენი გურინოვმა, რომელიც 2015 წლის 11 სექტემბერს, "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში სტუმრობდა. მკვლევარი მეცნიერ-მუშაკი გამოვიდა ლექციით თემაზე „სომხეთი და ჯვაროსნები მე-12 საუკუნეში“, რომლის დროსაც მან დამსწრეებს აცნობა ჯვაროსნებულ ლაშქრობებში სომხების მონაწილეობის, მათი როლის, სტატუსის, წარმატებების და წარუმატებლობის შესახებ. ახალგაზრდა მეცნიერმა აბსოლუტური ჭეშმარიტებით წარმოადგინა ეპოქა, რელიგიის როლი, ქრისტიანული და ეროვნული იდეების დომინირება ხალხის აზროვნებაზე. მსმენელებმა ახალგაზრდა პროფესორს დაუსვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები, რომლებსაც ისტორიკოსმა საქმის კარგი ცოდნით, მისი სიღრმისეული ახსნით უპასუხა. მსმენელები განსაკუთრებით დააინტერესა სომხეთის ისტორიის შესწავლის მოტივაციამ და მიზანმა, გრაბარისა და თანამედროვე სომხურის ფლობის გარემოებამ. ისტორიკოსმა ენოქ თადევოსიანმა მადლობა გადაუხადა ისტორიკოსს, საინტერესო და ღრმა შინაარსიანი ლექციისათვის, ხაზგასმით აღნიშნა ისტორიული მოვლენების სავსებით ობიექტური და ჭეშმარიტი გაშუქების ახალგაზრდა მეცნიერის მიდგომას. |