1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდები "კრწანისის" სასწავლო ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

2015-09-19 16-48-53 

2015 წლის 18 სექტემბერს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ინიციატივით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარადჭერით ახალგაზრდა მოხალისეები ესტუმრნნენ ეროვნულ თავდაცვის ცენტრს. ახალგაზრდა სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) აკტივისტები, ახალგაზრდული პროგრამის კოორდინატორ ნინა სეროპოვას ხელმძღვანელობით. მოხალისეთა კლუბის წევრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ამ პროცესში საქართველოს შეიარაღებული ძალების როლსა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდაზე ესაუბრა. გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მოხალისეებს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსების, ამოცანისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. სამხედრო სფეროს წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს ახალგაზრდების კომპეტენტურობას და წამოწეულ შეკითხვებს, განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს სომეხი ახალგაზრდობის აქტიურობას.

შემდეგ ახალგაზრდებმა დაათვალიერეს "კრწანისის" სასწავლო ცენტრის სიმულაციური კლასები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)