მღვდელ თორგომ ვარდანიანის პირველი საღმრთო ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
2015 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, თავისი პირველი საღმრთო ლიტურგია აღავლინა სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის განკარგულებით და კურთხევით საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სასულიერო მსახურებაში დანიშნულმა მღვდელმა თორგომ ვარდანიანმა. საღმრთო ლიტურგიის დროს მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ აკურთხა და კეთილი სურვილებით მიმართა სულიერ მამას, ისაუბრა მის მიღებულ სულიერ განათლებაზე, მსახურებაზე და მორწმუნეებს აუწყა, რომ მღვდელი თორგომი მსახურებაში ინიშნება საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ქალაქ ახალციხის „სურბ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში. შემდეგ მღვდელმა თორგომ ვარდანიანმა იქადაგა დღის საიდუმლოზე. მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ადგილზე ახლად დანიშნულ სულიერ მამას წარუდგენს მორწმუნეებს. |