1geo

fb you od

ანაჰიტ ბოსტანჯიანი: სომხურ და ქართულ ლიტერატურათა დამაკავშირებელი პოეტი, მთარგმნელი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Anahit Bostanjyan 

2015 წლის 17 თებერვალს, თბილისში, მწერალთა სახლში გაიმართა ცნობილი პოეტის, მთარგმნელის, თანამედროვე სომხურ სალიტერატურო სარბილეზე მისი განსაკუთრებული ადგილდამკვიდრებული, პროზაული და პოეტური ნამუშევრების ავტორის, მთარგმნელობითი ლიტერატურის დიდი ოსტატის, სომხურ და ქართულ ლიტერატურათა დაკავშირების საქმის დიდი ერთგულის ანაჰიტ ბოსტანჯიანის დაბადების 65 წლისა და ლიტერატურული მოღვაწეობის მე-40 წლისადმი მიძღვნილი საიბილეო საღამო.

დაწვრილებით...
 
თბილისში ძირითადი „ბარეკენდანი“ (ყველეული) აღინიშნა ჰარისის ფესტივალით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

harisa 

თბილისის სომხურ სათვისტომოში უკვე ლამაზ ტრადიციად იქცა ძირითადი ბარეკენდანის დღესასწაულის აღნიშვნა სომხური კერძის - ჰარისის ფესტივალით, რომლის ინიციატორად და ორგანიზატორად გამოდის საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის და „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით. ფესტივალი ყოველწლიურად ფართოვდება და იქცევა სახალხო ზეიმად, რომელზეც სომეხი ქალი წარსდგება დიასახლისის მისი უნარით და სითბოთი მომზადებული აღნიშნული ეროვნული კერძით.

დაწვრილებით...
 
ტიარნინდარაჯის (მირქმის) დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

tyarnndaraj 

მიმდინარე წლის 13 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დიდი ზეიმით აღინიშნა მირქმის - ორმოცი დღის იესოს ტაძრად მიყვანის დღესასწაული. მთავარი საეკლესიო დღესასწაული დაიწყო თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით და სასულიერო დასის მონაწილეობით შესრულებული წინასადღესასწაულო ღონისძიებით. საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდა „ანდასტანის“ ცერემონია, აკურთხეს სამყაროს ოთხი მხარე და სანთლები, ქრისტეს სინათლის სიმბოლოდ.

დაწვრილებით...
 
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან შეხვედრაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

FullSizeRender1 

2015 წლის 13 თებერვალს, საქართველოში გერმანიის ფედერაციის საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ორთვინ ჰენიგის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან დოქტორ ნორმერტ ლამმერტთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი, რომაული კათოლიკე, გერმანული ლიუტერანული, ევანგელური ეკლესიების მაღალი რანგის სასულიერო პირები, ებრაული თემის რაბი და ეზიდთა თემის სულიერი ლიდერი.

დაწვრილებით...
 
თბილისში შედგა სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის რეგიონალური - საქართველოს კომიტეტის მე-5 სხდომა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

100amyak 

2015 წლის 12 თებერვალს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში შედგა სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავის ღონისძიებათა საკოორდინაციო საბჭოს რეგიონალური - საქართველოს კომიტეტის მე-5 სხდომა, გაფართოებული შემადგენლობით. გარდა კომიტეტის წევრებისა, სხდომის სამუშაოზე მოწვეულნი იყვნენ ასევე ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების გამგებლები და საკრებულოთა თავმჯდომარეები.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 171 172 173 174 175 176 177 178 179 180 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 178, სულ 280