საქართველოს კომიტეტმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მადლობის წერილი |
2015 წლის 26 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა სომეხთა გენოციდის მე -100 წლისთავისადმი მიძღნილი ღონისძიებების სახელმწიფო საკოორდინაციო კომიტეტის მე-6 სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ასევე სომეხთა გენოციდის მე -100 წლისთავისადმი მიძღნილი ღონისძიებების სახელმწიფო საკოორდინაციო კომიტეტის რეგიონალური - საქართველოს კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. დიასპორის სათვისტომოებში სომეხთა გენოციდის მე -100 წლისთავისადმი მიძღნილი ღონისძიებების სათანადოდ ორგანიზებასა და ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის, სომხეთის რეპუბლიკის პრეზიდენტის # 712 განკარგულებით, სომეხთა გენოციდის მე -100 წლისთავისადმი მიძღნილი ღონისძიებების საკოორდინაციო კომიტეტის რეგიონალური საქართველოს კომიტეტი დაჯილდოვდა მადლობის წერილით. მადლობის წერილი მიიღო კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. |