1geo

fb you od

ეჯმიაწინის მერიის დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC 

2015 წლის 13-14 ოქტომბერს, თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკის ეჯმიაწინის დელეგაცია, ქალაქის მერის - კარენ გრიგორიანის ხელმძღვანელობით.

მაღალი რანგის სტუმრები ჩამოვიდნენ საქართველოს დედაქალაქის ტრადიციული "თბილისობის" დღესასწაულისადმი მიძღვნილ „ეჯმიაწინის მხატვრები თბილისში“ სახელწოდებით გამოფენის გახსნაზე დასასწრებად. გამოფენის ინიციატორი არის „ჰაიარტუნ“ ცენტრი, ეპარქიის საეპისკოპოსოს მხარდაჭერით.

მერმა კარენ გრიგორიანმა და მერის მოადგილე ნორიკ მირზახანიანმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით და მცხეთის მერის მიწვევით, 14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ ცენტრში მონაწილეობა მიიღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულში.

სომეხთა სულიერი ცენტრიდან ჩამოსული დელეგაციის წევრები მიიღო მცხეთის მერმა ავთანდილ ნემსიწვერაძემ. შეხვედრაზე ორი ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა განიხილეს ურთიერთობის და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ორი ხალხის სულიერი ცენტრების თანამშრომლობის პერსპექტივები.

ვიზიტის ფარგლებში, ეჯმიაწინის მერიის დელეგაციის წევრები ეწვივნენ ოვანეს თუმანიანის ყოფილ სახლს და გაეცნნენ სამუშაოთა მიმდინარეობას. შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს რესტავრირებული „სურბ გევორგ“ ეკლესია, რომლის ხელახალი კურთხევა გაიმართება ამ დღეებში, და ეპარქიის საეპისკოპოსო. მერიის დელეგაცია ეწვია სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს და ყვავილებით შეამკო სომეხ დიდებულთა საფლავები.

14 ოქტომბერს, საღამოს, საპატიო სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს "ჰაიარტუნ" ცენტრში ორგანიზებულ „ეჯმიაწინის მხატვრები თბილისში“ სახელწოდებით გამოფენის გახსნაში.

მერი კარენ გრიგორიანი მიესალმა თბილისში გამოფენის ორგანიზებას, რომელიც მიეძღვნა ორი ხალხის კულტურათა დაახლოებას და ქალაქ ეჯმიაწინში საქართველოს სულიერი ცენტრის მხატვართა გამოფენის ორგანიზების მზადყოფნა გამოთქვა.

DSC 0008 DSC 0032 DSC 0050 

DSC 0065 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)