1geo

fb you od

ახალგაზრდების შეხვედრა სოფელ წითელში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMG 2289 

2015 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის განკარგულებით, ეპარქიის ეკლესიებში ახლად ნაკურთხი მირონით შესრულდა წყლის კურთხევის ცერემონიალი. ყველგან - თემებში, რაიონებსა და ქალაქებში, სულიერი მამების მიერ წყლის კურთხევას ესწრებოდა უამრავი ადამიანი.

დილიდან სადღესასწაულო განწყობა იყო ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ წითელში. ხალხი მიიჩქაროდა „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოში, რათა მონაწილეობა მიეღო საკვირაო ღვთისმსახურებასა და წყლის კურთხევის ცერემონიალში. ადგილობრივ მოსახლეობას შეუერთდა თბილისდან ჩამოსული „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდი, ქორმაისტერ ლუიზა ვარდანიანის და ეპარქიის ახალგაზრდების ჯგუფი, ინესა სარუხანიანის ხელმძღვანელობით.

მორწმუნეებით სავსე სამლოცველოში საღმრთო ლიტურგია აღავლინა მარნეულის რაიონისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა და სულიერმა მასწავლებელმა არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა, იქადაგა ახლად ნაკურთხი წმიდა მირონის და წყლის კურთხევის საიდუმლოზე, შემდეგ შეასრულა წყლის კურთხევა, ნაკურთხი წყალი დაურიგდა მრევლს.

წმიდა ცერემონიალის შემდეგ შედგა ადგილობრივი ახალგაზრდების შეხვედრა დედაქალაქიდან ჩამოსულ ახალგაზრდების ჯგუფთან. მამა ხორენმა დაწვრილებით ისაუბრა სოფლისა და ქალაქის ახალგაზრდების დაახლოებაზე, თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და დასძინა, რომ სასურველია მსგავსი შეხვედრების თვეში ორჯერ ჩატარება.

მხარეებმა განიხილეს ახალგაზრდების თანამშრომლობის პერსპექტივები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)