პასტორალური ვიზიტი ქვემო ქართლის თეთრიწყაროს რაიონის სომხურ თემებში |
2015 წლის 8 ოქტომბერს, ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის რაიონის და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა და თბილისის “სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა პასტორალური ვიზიტი შეასრულეს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში - დურნუკ, სამშვილდე და სამღრეთი. სულიერი მამები ეწვივნენ სამღრეთის მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებში აგებულ „სურბ ნშან“ ეკლესიას, რომელიც აღდგენილია მე-19 საუკუნეში და ღვთისმსახურება აღავლინეს უძველეს ტაძარში. სულიერი მამები ეწვივნენ ასევე სოფელ სამშვილდის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიას, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, გაესაუბრნენ მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე. ვიზიტი გაგრძელდა სოფელ დურნუკში. საინტერესო და შინაარსიანი იყო მათი საუბარი სოფლის გამგებელ გიორგი ჯირაშვილთან, რომელთანაც განიხილეს ადგილობრივების მშობლიურ მიწა-წყალთან დაკავშირების, რწმენასთან დაახლოების საკითხები და ხაზი გაუსვეს სოფლებში საეკლესიო წეს-ჩვეულებების ხშირად ჩატარების აუცილებლობას. სულიერმა მამებმა სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს პატარა დაღეთის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში. |
ბოლოს განახლდა კვირა, 25 ოქტომბერი 2015 12:15 |