1geo

fb you od

სონა ვან: "ლიბრეტო უდაბნოსთვის" წიგნის პრეზენტაცია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC04 

2015 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა ცნობილი პოეტის, სონა ვანის, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი "ლიბრეტო უდაბნოში" წიგნის პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდა სონა ვანიც - რამდენიმე წიგნის ავტორი, ამერიკელი სომეხი პოეტიც, ვისი ნაწარმოებებიც ნათარგმნია მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე.

სონა ვანის სახელი ცნობილი და საყვარელია საქართველოს ლიტერატურის მოყვარული საზოგადოებისთვის, ვინაიდან მისი ნაწარმოებების მრავალი კრებული პოეტი, მთარგმნელი ანაჰიტ ბოსტანჯიანის, მწერალი მაყვალა გონაშვილის, პოეტი-მთარგმნელი გივი შაჰნაზარის ბრწყინვალე თარგმანებით წარდგენილ იქნა ქართველი მკითხველისადმი და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

შემოქმედებითი საღამო დაიწყო "ლიბრეტო უდაბნოსთვის“ ფილმის საფუძველზე შექმნილი კლიპის ჩვენებით, სადაც სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, მხატვრული კითხვის დიდი ოსტატის, სილვა იუზბაშიანის გულწრფელი ხმით ჟღერს დეირ-ეზ-ზორის გზაზე დაცემული ახალგაზრდა ქალის შეძრწუნებული პროტესტი მილიონ ნახევარი უდანაშულო სომეხი ადამიანის დაღუპვის გამო.

პოეტი, მთარგმნელი ანაჰიტ ბოსტანჯიანი გამოსვლაში შეეხო ნიჭიერი პოეტი სონა ვანის განვლილ შემოქმედებით გზას. სონა ვანს, ლამაზი სომხურით, ემოციური შინაგანი სამყაროთი, ქალური სინაზით, ზოგადსაკოცობრიო იდეების გამომხატველი პოეზიით მკითხველი გადაჰყავს ღვთიურ, მშვენიერ, სიკეთით აღსავსე სამყაროში, - აი ესაა სონა ვანის შემოქმედებითი პათოსი, პოეტური სიტყვის ძალა, რასაც მაღალი შეფასება მისცა ანაჰით ბოსტანჯიანმა.

შემოქმედებით საღამოს ესწრებოდა „ვოსკე წირან“ ("ოქროს გარგარი") კინოფესტივალის დამფუძნებელი ჰარუთიუნ ხაჩატრიანი. ცნობილმა რეჟისორმა სონა ვანის პოეზიას უწოდა სიყვარული, სულის სილამაზე, ადამიანის განდიდება, რის მეშვეობითაც მკითხველი მდიდრდება, ხდება პოეტის ღვთიური პოეზიის ზეციური გამოხატულება.

სონა ვანმა მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელობას, მისი შემოქმედებითი საღამოს მოწყობისათვის, ასევე გამოთქვა თავისი აღტაცება "მოვსეს ხორენაცის" საბავშვო ბაღით და გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ორგანიზებულ გაიანე ხაჩატრიანის გამოფენით.

"ლიბრეტო უდაბნოსთვის" კრებულზე და ტერორიზმის საფრთხისაგან ადამიანებში გაჩენილ პანიკაზე საუბრისას, მან ამ საშინელ კატასტროფას უწოდა შეზღუდული ტვინისა და შემოქმედებითი უნარის ბრძოლა, შეზღუდული რწმენის სიმბოლო, რომლის დამარცხება მხოლოდ პოეზიითა და ხელოვნებით შეიძლება.

შემოქმედებითი საღამოს დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის რაიონის და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვარმა არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევა და სონა ვანის შემოქმედება შეადარა პოეზიის მეშვეობით მსოფლიოს აღქმის ქადაგებას. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი თავისი ძის დანაკარგს გლოვობს, სონა ვანი - თავის ნაწამოებებში აპროტესტებს ომსა და მკვლელობებს. ღმერთმა არ შექმნა არაფერი ბოროტი და მოუწოდა: „არა კაც ჰკლა“. სონა ვანი მოუწოდებს სიკეთის იდეებისკენ, ესაა ცნობილი პოეტის პოეზიის არსი.

სონა ვანის რამდენიმე ნაწარმოები წაიკითხა პოეტთან ერთად თბილისში ჩამოსულმა მხატვრული კითხვის დიდმა ოსტატმა სილვა იუზბაშიანმა. წაკითხულ იქნა ასევე სონა ვანის ლექსები ევგენი რეინის მიერ რუსულად ნათარგმნი კრებულიდან.

DSC04628 DSC04652 DSC04657 

DSC04658 DSC04675 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)