1geo

fb you od

საქართველოს ქალთა საბჭოსა და "შუშანიკ" კავშირის შეხვედრა "ჰაიარტუნ" ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

shushanik 

2015 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრში, საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა საქართველოს ქალთა საბჭოს ხელმძღვანელობასა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან (თავმჯდომარე: მზექალა შანიძე). "ისტორია, კულტურა, ტრადიციები" პროექტის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრის მიზანი იყო სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის სომხეთის ისტორიის რამდენიმე ეპიზოდის გაცნობა, მრავალსაუკუნოვანი მდიდარი კულტურისა და მდიდარი ტრადიციების ნიმუშების ჩვენება.

შეხვედრას მათი დასწრებით პატივი დასდეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო დასმა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნებათშორისი ურთიერთობების საკითხებში სოფიო შამანიდიმ, თბილისის საკრებულოს მრჩეველმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში მარგარიტა ხიდირბეგაშვილმა, საქართველოში სრ ელჩის მეუღლე ელეონორა ვარდანიანმა, საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელმა მაკა ჩიჩუამ, ასვე უკრაინული, ლიტვური, ლატვიური, ოსური, რუსული, გერმანული და სხვა სათვოსტომოების წარმომადგენლებმა, „შუშანიკ“ კავშირის წარმომადგენლებმა, თბილისის სომხურმა საზოგადოებამ.

შეხვედრის მონაწილეებმა დაათვალიერეს ფერწერის თბილისური სკოლის გამოჩენილი წარმომადგენლის ცხონებული გაიანე ხაჩატურიანის ნამუშევრების გამოფენა.

საქართველოს ქალთა საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან გაბაშვილმა წარმოადგინა 14 ეროვნების გამაერთიანებელი საქართველოს ქალთა საბჭოს 70-წლიანი მოღვაწეობა, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი სხვადასხვა ერების ისტორიის, კულტურის ურთიერთგაცნობაა და ტრადიციების პატივისცემა, ხაზი გაუსვა ქართველებისა და სხვა ერებისთვის სომხური კულტურისა და ისტორიის დაახლოებისკენ მიზანმიმართულ ამ ღონისძიებას.

დამსწრეებმა მოისმინეს საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარის ისტორიკოს ენოქ თადევოსიანის მოხსენება სომხეთის ისტორიის, ერის დიდებულთა მოღვაწეობის, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი და გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ. საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის საქმიანობის შესახებ დამსწრეებისთვის ნაჩვენები იქნა სლაიდები, რომლებიც წარადგინეს კავშირის თავმჯდომარე სუსანა ხაჩატრიანმა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა.

დამსწრეებს სომხური მრავალსაუკუნოვანი ვოკალური ხელოვნება ბრწყინვალე შესრულებით წარუდგინეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის დუდუკისა და დოლის ჯგუფებმა (ხელმძღვანელები: ივანე მკრტჩიანი, რობერტ კაშავანიძე), სოლისტებმა ანა პოღოსოვა-ბადალიანმა, ანი ჰოვანისიანმა და ჰენრიხ პეტროსიანმა. მათმა გამოსვლებმა დაიმსახურა დამსწრეთა თბილი ოვაციები.

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ერის მდიდარი ტრადიციების ნიმუშად ნაჩვენები იქნა სომხური ქორწილის ერთი ეპიზოდი „ანი“ ქორეოგრაფიული ანსამბლის შესრულებით (ქორეოგრაფი: ანგელინა ნაზარიან-ქოჩიან).

ღონისძიების შემაჯამებელ გამოსვლაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის მეგობრობას სხვა ხალხებთან, რომელიც ეფუძნება სიყვარულსა და პატივისცემას და მოუწოდა საქართველოს კეთილდღეობისა და საკუთარი იდენტობის შენარჩუნების გზით სვლის გაგრძელებისკენ.

ქართულ-სომხური მეგობრული ურთიერთობების განვითარების საქმეში საქართველოს ქალთა საბჭოს და საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თანამშრომლობისათვის სუსანა ხაჩატრიანი დაჯილდოვდა ქალთა საბჭოს სიგელით.

დასასრულს მადლიერების სიტყვები ითქვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს, „ჰაიარტუნ“ ცენტრის, „მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის მშობლების, „გარი დავთიან“კულტურის სახლის, მარგარიტა კირაკოსიანის და კარენ ერიციანის მისამართით, რომელთა მხარდაჭერით ჩატარდა ეროვნული სულისკვეთებით აღსავსე ეს შეხვედრა.

DSC04773 DSC04783 DSC04792 

DSC04794 DSC04808 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)