1geo

fb you od

ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო სახლის ბავშვებს საქართველოს სომეხთა ეპარქიამ საახალწლო საჩუქრები გადასცა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMG 332 

ძველით ახალ წელს,   საქართველოს სომეხთა ეპარქიამ მოაწყო ვიზიტი თბილისში მდებარე ბერი ანდრიას სახელობის სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო სახლში, რათა ბავშვებისთვის საზეიმო დღე მოეწყო. ვიზიტის ინიციატორი ახალგაზრდული განყოფილება იყო, საეპისკოპოსოსა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით. ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების აქტივისტების, თანამშრომლების და სასულიერო პირების შემოწირულობებით მომზადებულ საახალწლო საჩუქრებს დაემატა ასევე ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების დირექტორ კარენ ერიციანის შემოწირული ყუთები, ჰიგიენური საშუალებებითა და სხვადასხვა სათამაშოებით.

2016 წლის 13 იანვარს, სიმსივნით დაავადებული 57 ბავშვისთვის საახალწლო ზეიმის მოწყობის მიზნით, ახალგაზრდების ჯგუფი, დირექტორ ვალერი ბადალიანის ხელმძღვანელობით, მოხალისე ლუიზა თამამიანისა და გევორგ პოღოსოვის თანხლებით, ეწვია სარეაბილიტაციო სახლს.

ბავშვებს წინასადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სომხური "მოამბის" საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ანა ბადალიანმა, მათთან პირველად მოსულმა თოვლის პაპა ემილ სარგსიანმა და ფიფქია ანი ჰოვანისიანმა. მხიარული განწყობა გადაედო ასევე 2-19 წლის ბავშვებს, რომლებიც სიმღერითა და ლექსებით ჩაერთვნენ ზეიმში. შემდეგ ახალგაზრდებმა ბავშვებს გადასცეს თოვლის ბაბუას და ფიფქიას მოტანილი საშობაო საჩუქრები.

ბერი ანდრიას სახელობის სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო სახლი შეიქმნა ხუთი წლის წინ, 17 წლის ბერი ანდრიას მშობლების მიერ ჩამოყალიბებული ფონდის სახსრებით, ამით აღასრულეს ავადმყოფ ბავშვებზე ზრუნვის მათი ერთადერთი შვილის ბოლო თხოვნა. ანდრიას დედას, ბერი ანდრიას სახელობის ფონდის დამფუძნებელს ქალბატონ თინათინ ჩხვიმიანს აქ ყველა დედას ეძახის, ვინაიდან ისინი სარეაბილიტაციო სახლში ჩართულ ყველა მოხალისის მსგავსად დედობრივ ზრუნვასა და სითბოს გადასცემენ მძიმედ დაავადებულ ბავშვებს, ცდილობენ ოდნავ მაინც შეუმსუბუქონ ტკივილი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდებმა, თავიანთი ვიზიტით, სიმსივნით დაავადებულ ამ ბავშვებს შეუქმნეს ერთი მშვენიერი დღე. ახალგაზრდობის განყოფილების ყურადღება სარეაბილიტაციო სახლის ბავშვებისადმი იქნება უწყვეტი.

 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)