1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო სასულიერო საბჭოს კრებაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

joghov 

16-18 თებერვალს, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში, სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის თავმჯდომარეობით გაიმართა უმაღლესი სასულიერო საბჭოს კრება, გაფართოებული შემადგენლობით. კრება დაიწყო საუფლო ლოცვით, შემდეგ სრულიად სომეხთა კათოლიკოსი მიესალმა და თავისი ლოცვა-კურთხევა გადასცა უმაღლესი საბჭოს წევრებს, კეთილი მუშაობა უსურვა კრებას. უწმინდესმა და უნეტარესმა ასევე გამოთქვა სიხარული, კრებაზე მოწვეული სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის თავმჯდომარე პერჭ სედრაკიანის მონაწილეობის თაობაზე, კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი, როგორც მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ქველმოქმედი და სსსკ-ის თავმჯდომარე მუდმივად მხარში უდგას მთავარ საკათედრო ტაძარს.

კრების სხდომებს თავმჯდომარეობდნენ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს საერთო ვიკარიუსი ყოვლადუსამღვდელოესი არქიეპისკოპოსი ხაჟაკ პარსამიანი და აშშ სომეხთა დასავლეთის ეპარქიის წინამძღვარი არქიეპისკოპოსი ჰოვნან ტერტერიანი. კრებაზე განხილულ იქნა კანონიკური და ნორმატიულ-სამართლებრივი, ეროვნული და საზოგადოებრივი, საეპარქიო და სათვისტომოთა, ეკლესიათმშენებლობის და მრავალი დისციპლინური საკითხი.
პირველ სხდომაზე განიხილეს ეროვნულ- საეკლესიო კრების და საეკლესიო წარმომადგენლობითი კრების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს არშაკ ხაჩატრიანის, და აღნიშნული კრებების დღის წესრიგის საკითხების მომზადების, საეკლესიო მართვის უმაღლეს ორგანოთა წესდებების შემუშავების კომიტეტის თავმჯდომარის, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, არქიეპისკოპოს ჰოვნან ტერტერიანის ანგარიშები.

განხილვების შედეგად დადგინდა, მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ეროვნული საეკლესიო კრების მოწვევა დაიგეგმოს 2017 წელს, 2016 წლის ოქტომბერში კი მოწვეულ იქნას საეკლესიო- წარმომადგენლობითი კრება.

უმაღლესმა სასულიერო საბჭომ ასევე მოისმინა სომეხთა გენოციდის წმინდა წამებულთა ყოველწლიური ხსენების სარიტუალო კანონის რედაქტირების კომიტეტის კოორდინატორის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის, მოხსენება - გენოციდის წმინდა წამებულთა ყოველწლიური ხსენების სარიტუალო კანონის და 24 აპრილს შესასრულებელი მფარველობითი წესის შესახებ.

უმაღლესი საბჭოს წევრებს აცნობეს, რომ 2016 წლის სექტემბერში იგეგმება რომის პაპის - ფრანცისკოსის, ვიზიტი მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში და ვიზიტის ორგანიზებასთან დაკავშირებით, წმინდა ეჯმიაწინი კავშირშია ვატიკანთან.

ინდოეთის და შორეული აღმოსავლეთის საპატრიარქო დელეგატმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ჰაიკაზუნ ნაჯარიანმა ინფორმაცია მიაწოდა კრების მონაწილეებს შორეულ აღმოსავლეთზე, კერძოდ, იანგუნის, სინგაპურის, ბანგკოკის, ტაილანდის, მიანმარის რესპუბლიკის და ბანგლადეშის ქალაქ დაქას საეკლესიო თემების შესახებ.

დასავლეთ ევროპის საპატრიარქო დელეგაციის - ბელგიის, ჰოლანდიის, ესპანეთის და იტალიის საეკლესიო თემების შესახებ ანგარიშით გამოვიდა საპატრიარქო დელეგატი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაჰან ჰოვანისიანი.
უმაღლეს სასულიერო საბჭოს კრებას ასევე წარედგინა მთავარ საკათედრო ტაძარში მიმდინარე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ანგარიში. აღინიშნა ასევე, რომ მიმდინარე წელს დასრულდება საკათედრო ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ასევე აღინიშნა, რომ წელს დასრულდება საპატრიარქოს კაპიტალური რემონტი და „ეორნეკეან“ სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა.

ამასთან დაკავშირებით უსს-ს წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს შესრულებული სამუშაოების თაობაზე, ხაზი გაუსვეს სრულიად სომეხთა სასულიერო ცენტრის კათილმოწყობისა და გაბრწყინებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

კრების დროს წარდგენილ იქნა წმინდა ეჯმიაწინის 2015 წლის საქმიანობის ანგარიში და ფინანსური ანგარიში.
შესაბამისად, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის ფარგლებში მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში მოეწყო 854 ხსოვნის ცერემონია, კონფერენციები, სემინარები, ეკლესიათშორისი ცერემონიები, ხაჩქარების ცხება, გამოფენები და სხვა მრავალგვარი ღონისძიება.

მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის მღვდელმსახურთა რაოდენობა 742-ია, რომელთაგან 54 მთავარეპისკოპოსი და ეპისკოპოსი, 48 უზენაესი არქიმანდრიტი და არქიმანდრიტი, 40 მღვდელმონაზონი, 469 მღვდელი, 131 დიაკვანი. სომხეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურში არის 51 სასულიერო პირი. სომხეთის რესპუბლიკის 12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსახურობს 7 სასულიერო პირი.
2015 წელს მთავარი ტაძრის განყოფილებებში მუშაობდა 1206 პირი, სომხეთის ეპარქიებსა და არცახში - 1359 პირი.

მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის სასულიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში საერთო ჯამში სწავლობდა 295 პირი, რომელთაგან 98 -გევორგიან სასულიერო სემინარიაში, 81 - სევანის ვაზგენიან სასულიერო სემინარიაში, 43 - ჰარიჭავანქის თრბანჭიან სემინარიაში, 31 - მღვდელთა მომზადების სამწლიან სასწავლებელში, 42 - კალკათას სომხურ საქველმოქმედო სემინარიაში. "ეორნეკეან“ საჯარო სკოლაში სწავლობდა 324 მოსწავლე. "ეორნეკეან“ საბავშვო ბაღში დადიოდა 45 ბავშვი.

2015 გააგრძელა მუშაობა შვიდმა ახალგაზრდულმა ცენტრმა (ეჯმიაწინი, აშტარაკი, გიუმრი, ვანაძორი და ერევანში - ნორქი, მალათია და არაბკირი) და მინიატურის ხელოვნების ცენტრმა, სადაც დადის 3500-მდე ბავშვი. წლის განმავლობაში ყველა ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა 282 სხვადასხვა ღონისძიება. ყოველწლიურად სოციალური დახმარების პროგრამების ფარგლგლებში სოციალურ დახმარებას უწევენ გაჭირვებულ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ობოლი ბავშვებს, მოხუცთა თავშესაფრებს, პატიმრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს.

საანგარიშო წელს წმინდა ეჯმიაწინის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა მიიღო 20,000-მა პირმა.
2015 წელს ნორმალური საქმიანობა გააგრძელეს არაბკირის, მალათიის, ნორქის, ეჯმიაწინის, ვანაძორის საქველმოქმედო სასადილოებმა, სადაც ყოველდღიურად საკვებს იღებდა საერთო ჯამში 1000 ადამიანი. "ნაგგაშიან ბავშვთა სახლი" ბავშვების მხარდაჭერის ცენტრში ზრუნავენ 14 მოზარდზე.

საქმიანობა გააგრძელა "იზმირლიან" სამედიცინო ცენტრმა და საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწია პაციენტებს.
2015 წელს სომხეთისა და დიასპორის ეპარქიებში, საპატრიარქო დელეგაციებში აკურთხეს 21 ახალი ეკლესია. მშენებლობისა და აღდგენის ეტაპშია 34 ეკლესია. ეპარქიის ეგიდით მოღვაწეობდა 271 საკვირაო სკოლა.
უმაღლესმა სასულიერო საბჭომ კმაყოფილებით მიიღო წარმოდგენილი ანგარიში, მიესალმა ფართომასშტაბიან საქმიანობას და სომხური ეკლესიის მისიის აღსრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას. კრება დასრულდა უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, მადლიერების სიტყვით და ლოცვით.

მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის საინფორმაციო სისტემა

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)