1geo

fb you od

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეწვია თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

1 

2016 წლის 27 მარტს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიას ეწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა თანამდებობის პირები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სომხებს და ასევე ყველა იმ მორწმუნეს მიულოცა, ვინც ამ დღეს აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, და აღნიშნა, რომ აღდგომის დღესასწაული სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებაა, სინათლის წყვდიადზე გამარჯვება . პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომეხთა და ქართველთა საუკუნოვანი მეგობრობა ძალზედ მნიშვნელოვანია, რასაც გაფრთხილება სჭირდება. საქართველო ამაყობს თავისი ქვეყნის სომეხი ეროვნების შვილებით, რომლებიც ქართველებთან ერთად აშენებენ ქვეყანას, რომელიც მრავალეროვანი კულტურის, სხვადასხვა ხალხების თანაცხოვრების ნიმუშია მთელ მსოფლიოში.

ამ დღეს ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ბათუმელ სომხებს აღდგომა მიულოცეს და სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი არჩილ ხაბაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული ჰუსეინ მაშჰადი, ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული არამ გრიგორიანი.

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი სააღდგომო ლიტურგიები აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სხვა ეკლესიებშიც.

4 3 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)