1geo

fb you od

დაარსდა „სურბ გევორგ“ ეკლესიის მოყვარულ ქალთა კავშირი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

2 

2016 წლის 8 მაისი ნამდვილად დასამახსოვრებელი დღე იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ცხოვრებაში. ამ დღეს მოღვაწეობა დაიწყო ახალად ჩამოყალიბებულმა ეკლესიის მოყვრაულ ქალთა კავშირმა.

კავშირის პრეზენტაცია გახსნა ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა. მან შეკრებილ ქალბატონებს წარუდგინა კავშირის ჩამოყალიბების მნიშვნელობა და მიზნები. სულიერმა მამამ ისაუბრა სულიერ, სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებებზე, რაც ძალუძთ ეკლესიასთან მდგომ ქალბატონებს საქართველოში, კერძოდ თბილისში, სომეხთა ქრისტიანული რწმენის, მშობლიური ენის, კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის.

ეკლესიის მოყვრაულ სომეხ ქალთა კავშირის ხედვაზე საკუთარი აზრი გამოთქვეს ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა ემა ახტიანმა, ეპარქიის ფინანსური განყოფილების დირექტორმა მარგარიტა კირაკოსიანმა, საქმისმწარმოებელმა გისანე ჰოვსეფიანმა, ჟურნალისტმა ინა სუქიასიანმა, სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა გაიანე მხითარიანმა და სხვებმა.

„სურბ გევორგ“ ეკლსიის მოყვარულ ქალთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს პროფესორი ემა ახტიანი, თავმჯდომარის მოადგილედ - გაიანე მხითარიანი, მდივნად - გისანე ჰოვსეფიანი. გადაწყდა, რომ კავშირის წევრები შეიკრიბებიან ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ და აუცილებლად თვეში ერთ ღონისძიებას ჩაატარებენ.

IMGP0298 IMGP0289 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)