1geo

fb you od

"ოქროს მედალი" - საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ტარონ" ქორეოგრაფიულ ანსამბლს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

taron 2016 წლის 7 მაისს, თბილისში, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის სპორტის სასახლეში გაიმართა ქართული საერთაშორისო ცეკვის ფესტივალი რომან არჯაიას სახელობის თასისთვის. ფესტივალში მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადასხვა ცეკვის ანსამბლი, რომლებიც წარმოადგენდნენ მრავაეროვნული თბილისის კოლორიტს. ფესტივალის ორგანოზატორები იყვნენ ეროვნული და სპორტული ცეკვების ქართული ეროვნული საბჭო და თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი.

ერთმანეთის მიყოლებით, წარმოდგენილ იქნა ქართული, აფხაზური, ოსური, ბოშური, ესპანური, ლათინო- ამერიკული და სხვა ეროვნული ცეკვები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის "ტარონ" ქორეოგრაფიული ანსამბლი, ქორეოგრაფ სურენ აბრამიანის ხელმძღვანელობით, ფესტივალზე წარსდგა ორი ეროვნული ცეკვით - „ალაშკერტის ქოჩარი“ და „სღერდის ქოჩარი“. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფესტივალი რეორგანიზებული ანსამბლის პირველი სერიოზული კონკურსი იყო, სომხური ცეცხლოვანი და ამაყი ცეკვების ოსტატმა შესრულებებმა მიიპყრო მაყურებლის ყურადღება, სიმპატია და დაიმსახურა მხურვალე ოვაციები.

ადეკვატური იყო ჟიურის შეფასება, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ანსამბლ „ტარონის“ მიერ ეროვნული ცეკვების შესრულებებს, ჟიურის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით ნომინაციაში „ეროვნული სულისკვეთება“ ანსამბლს მიენიჭა პირველი პრემია და საპატიო "ოქროს მედალი".

IMG 1659 IMG 1674 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)