1geo

fb you od

„სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღის 2015-16 სასწავლო წლის სამუშაოს შედეგები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

104 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღს წელს 16 კურსდამთავრებული ეყოლება.

2016 წლის 18 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორის, „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის გამგის, ევგენია მარკოსიანის და საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორის, ლევონ ჩიდილიანის თანხლებით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ეწვივნენ 104-ე სკოლას და საზეიმოდ გაიარეს სომხური სწავლებით ამ სასწავლო დაწესებულების პირველ კლასში მიღების რეგისტრაცია.

ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სკოლის დირექტორ ირინა ჟამკოჩიანსა და სასწავლო ნაწილის გამგე ალმარი სირადეღიანთან გასაუბრებაში, რომლის დროსაც მომავალმა პირველკლასელებმა გამოავლინეს სათანადო ცოდნა. მათ აჩვენეს საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკის დროშები და შეასრულეს ორი ქვეყნის სახელმიფო ჰიმნი, წაიკითხეს ლექსები ტრადიციული სომხური ზეპირმეტყველებიდან.

სკოლის ხელმძღვანელობამ კმაყოფილება გამოუხატეს საბავშვო ბაღის დირექტორს და "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელს, სკოლაში მრავალმხრივად და კარგად მომზადებული ბავშვების მოყვანისათვის.

საბავშვო ბაღის დირექციის მიერ ამომწურავად და ზუსტად მომზადებული დოკუმენტაციის და მშობლები განცხადებების საფუძველზე, საბავშვო ბაღის 16 კურსდამთავრებულთაგან 11 ისავლის სომხური სწავლებით სკოლაში. აღსაზრდელთაგან 10 სწავლას გააგრძელებს თბილისის 104-ე სკოლაში, ერთი - 103-ე სკოლის სომხურ სექტორზე.

IMGP0043 IMGP0590 IMGP0603 IMGP0639 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)