1geo

fb you od

თბილისელი სომხების მომლოცველობა ახალციხეში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Akhalcikhe 

2016 წლის 28 მაისს, წმინდა გრიგორ განმანათლებლის ხორ ვირაპის საპყრობილიდან გამოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურთა ინიციატივით, მოეწყო თბილისელ სომეხთა მომლოცველობა ახალციხის „სურბ გრიგორ ლუშავორიჩ“ ეკლესიაში.

„სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიის კანდელაკის, მღვდელ ღევონდ თოფაშიანის, და დიაკვან გევორგ ანტონიანის წინამძღოლობით მომლოცველებმა წმინდა გრიგორ განმანათლებლის სახელობის ეკლესიაში მონაწილეობა მიიღეს დღესასწაულთან დაკავშირებულ საღმრთო ლიტურგიაში. საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქალაქ ახალციხის სომეხთა სულიერმა მოძღვარმა მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა.

საღმრთო ლიტურგიის დროს მღვდელმა ღევონდ თოფაშიანმა განმარტა დღის საიდუმლო - წმინდა გრიგორ განმანათლებლის ერთგულება ქრისტიანული რწმენისადმი და 13 -წლიანი პატიმრობის შემდეგ გამოსვლა ხორ ვირაპის საპყრობილიდან და ქრისტიანობის გავრცელება ქვეყანაში. მამა ღევონდმა დამსწრეებს მოუწოდა, პირველი სომეხი პატრიარქის მსგავსად, იყონ ურყევნი რწმენაში და ჰქონდეთ ჩვენს წმინდანთა მხარდაჭერის იმედი.

მომლოცველებმა სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს ასევე ახალციხის „სურბ ნშან“ ეკლესიაში.

თბილისელი სომეხ მომლოცველების ჯგუფი ეწვია ვარძიის ისტორიულ-კულტურულ კომპლექსს, დაათვალიერა არქიტექტურული კომპლექსის ღირსშესანიშნაობები.

გვიან საღამოს მომლოცველთა ჯგუფი დაბრუნდა თბილისში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)