დიაკვნობის გამოცდა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
2016 წლის 3 ივნისს, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის, კურთხევით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის, განკარგულებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ჩატარდა დიაკვნობის გამოცდა. გამოცდა ჩატარდა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარის მე-4 აუდიტორიის 2014-2015 სასწავლო წლის სახელმწიფო გამოსაშვები დიაკვნობის გამოცდის კითხვარით. გამოცდას აბარებდნენ სტიქაროსანები ჰოვსეფ ჩირახიანი, გევორგ ანტონიანი (თბილისის „სურბ გევორგ“ საკთედრო ეკლესია), ოთარ გიგაური (თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესია) და მედავითნე პეტროს გასპარიანი (ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესია). საგამოცდო კომისიამ, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის (თავმჯდომარე), წინამძღვრის თანაშემწის არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანის, ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სომხების სულიერი მოძღვრის, ღირსეული მღვდლის ტათევ მარუქიანის, და თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის კანდელაკის, მღვდელ ღევონდ თოფაშიანის შემადგენლობით, ვრცელი და საფუძვლიანი გამოცდა ჩაატარა. საგამოცდო კომისიამ დამაკმაყოფილებლად შეაფასა კანდიდატების საეკლესიო მსახურების, საეკლესიო მგალობლობის, რიტუალურ- პრაქტიკული ცოდნა და უნარები და რეკომენდაცია მიაწოდა ეპარქიის წინამძღვარს, მათი დიაკვნად ხელდასხმაზე წარსადგენად. |