1geo

fb you od

ფორუმი საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMG 4173 

2016 წლის 16 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში გაიმართა ფორუმი "რელიგიები და ადრეული ქორწინების პრობლემა საქართველოში". კონფერენციის მუშაობაში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირების გარდა მონაწილეობდნენ საქართველოში წარმოდგენილი სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, პარლამენტარები, მინისტრების მოადგილეები, სახალხო დამცველის აპარატის, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმღვანელობა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, ფორუმზე სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას წარმოადგენდნენ წინამძღვრის თანაშემწე არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი და ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი.

ფორუმიის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს საპატრიარქოს რელიგიათაშორისი ურთიერთობის წარმომადგენელმა, ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა თეა გოგოტიშვილმა.  

ფორუმზე გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ქალბატონი მანანა კობახიძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლელა ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი ეკა ბესელია და სხვები.

ფორუმის მუშაობა შეაჯამა პროფესორმა თეა გოგოტიშვილმა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)