1geo

fb you od

საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის საანგარიშო- საარჩევნო კრება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP0534 

2016 წლის 17 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის საანგარიშო- საარჩევნო კრება. კრების სამუშაოში მონაწილეობას იღებდა კავშირის ყველა წევრი.

კრებას თავისი კურთხევით და კეთილი სურვილებით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა ისაუბრა საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის ხუთწლიანი საქმიანობის შესახებ, დააფასა სომეხ მხატვართა ერთიანობა, რაც არსებობს კავშირში თავმჯდომარის, მერუჟან შაუმიანის ხელმძღვანელობით. მაღალი შეფასება მისცა სამშობლოს ფარგლებს გარეთ სომხური ხელოვნების განვითარების, საქართველოს სომეხი მხატვრების კონსოლიდაციის, ფერწერის თბილისური ტრადიციების შენარჩუნებისა და გაგრძელების მიმართულებით კავშირის შესრულებულ საქმიანობას.

მისმა ყოვლადუსამღვდელესობამ მადლიერება გამოუხატა პედაგოგ-ფერმწერ რობერტ ნერსესოვს პატრიოტული საქმიანობის, ახალგაზრდა თაობაში ხელოვნების სხვადასხვა სტილების მიმართ სიყვარულის განვითარების, ხელოვნების სამყაროში ახალი თაობის გაძღოლისათვის.

საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე მერუჟან შაუმიანმა წარადგინა კავშირის ხუთწლიანი საქმიანობის ანგარიში, აღნიშნა, რომ „ჰაიარტუნ" ცენტრის გახსნის შემდეგ, ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა 41 გამოფენა, რაშიც მონაწილეობა მიიღეს არა მხოლოდ სომეხმა, არამედ ქართველმა და სხვა ეროვნების სხვადასხვა თაობის ხელოვანებმა. გამოფენები იყო სხვადასხვა თემაზე და სხვადასხვა რეგიონების მხატვრების მონაწილეობით, ინდივიდუალური და ჯგუფური. გამომსვლელმა აღნიშნა ჯავახეთის, გიუმრის, ეჯმიაწინის მხატვართა ნამუშევრების გამოფენები თბილისში, ასევე საქართველოს სომეხი და ქართველი მხატვრების გამოფენები გიუმრიში, ჯავახეთში, ეჯმიაწინში, ყურადღება გაამახვილა ერევანში მოწყობილ საქართველოს სომეხ მხატვართა გამოფენაზე, რომელსაც დაესწრო სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

დაკმაყოფილდა რა თავმჯდომარის, მერუჟან შაუმიანის, განცხადება თვითაცილების შესახებ, გადაწყდა განხილულ იქნეს ირენ ოჰანჯანოვას და თენგიზ მიქოიანცის კანდიდატურები თავმჯდომარის თანამდებობაზე.

კრების მონაწილეთა კენჭისყრით, საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ირენ ოჰანჯანოვა, 18 ხმით ერთის წინააღმდეგ, ერთმა - თავი შეიკავა.

თავმჯდომარის თანამდებობაზე ირენ ოჰანჯანოვას არჩევას მიესალმნენ და ნაყოფიერი სამუშაო უსურვეს მხატვრებმა ლევონ ოსიპოვმა და გარი მირზოიანმა.

კრებამ ასევე განიხილა ზოგი შუალედური საკითხი.

IMGP0465 IMGP0520 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)