1geo

fb you od

გუნდი "ნერსეს შნორჰალი" დილიჯანში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Dilijan 

2016 წლის 24 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის "ნერსეს შნორჰალი" ახალგაზრდული გუნდი, ქორმაისტერ მარია აბულიანის, პიანისტ კარენ მირზოიანის, ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორის, "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელის, ლევონ ჩიდილიანის, ახალგაზრდობის საქმეთა განყოფლების დირექტორის, ვალერი ბადალიანის, ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორის, ნინა სეროპოვას, თანხლებით სტუმრობდა დილიჯანის სათემო ცენტრში. „სომხეთის განვითარების ინიციატივები“ IDeA საქველმოქმედო ფონდის ქალაქ დილიჯანის სათემო ცენტრის „პატარა მომღერლები“ სიმღერის გუნდი (ქორმაისტერი: სერინე ხაჩატრიანი, პიანისტი: მარგარიტა ვოსკანიანი) ამ ბოლო დროს საკონცერტო პროგრამით გამოვიდა თბილისში, და ეს "ნერსეს შნორჰალი" გუნდის საპასუხო ვიზიტი იყო დილიჯანში.

ორი ქვეყნის კულტურული ცენტრების მოსწავლეების შეხვედრა იყო თბილი და გულწრფელი. ქალაქ დილიჯანის სულიერი მოძღვრის, ღირსეული მღვდლის შავარშ სიმონიანის კურთხევის და კეთილი მობრძანების სურვილების მიღების შემდეგ, გუნდმა „ნერსეს შნორჰალი“ წარმოადგინა თავისი საკონცერტო პროგრამა სომხურ, ქართულ და რუსულ ენებზე. კონცერტის ბოლოს სტუმარი და მასპინძელი გუნდები გამოვიდნენ ერთობლივი სიმღერითა და ცეკვით. მეგობრული ვიზიტის ნიშნად „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა სათემო ცენტრს გადასცა სუვენირები.

თბილისიდან ჩასული სტუმრები გაეცნნენ დილიჯანის სათემო ცენტრის სტრუქტურას, საქმიანობის მიმართულებებს, სიმღერის, ცეკვის, კომპიუტერის და ენის სწავლების კურსებს, მიიღეს ინფორმაცია, რომ საერთო ჯამში ცენტრში დადის სხვადასხვა ასაკის 400-მდე მოსწავლე.

სტუმრები, დილიჯანელეთა თანხლებით, ეწვივნენ რუსეთში მცხობრები ბიზნესმენის, რუბენ ვარდანიანისა და მისი მეუღლის ვერონიკა ზონაბენდის, სხვა თანამოაზრე ბიზნესმენების ინიციატივითა და მხარდაჭერით დილიჯანში მოქმედ საერთაშორისო სკოლას. სწავლების მაღალი დონის მეთოდებმა, თანამედროვედ აღჭურვილმა სპორტულმა მოედნებმა, საცურაო აუზმა, დარბაზებმა, კინოდარბაზმა, თანამედროვედ აღჭურვილმა სახელოსნოებმა, საკლასო ოთახებმა აღაფრთოვანეს ბავშვები, ამავე დროს მათში გააღვიძეს ამ სასწავლო კერაში სწავლების ძლიერი სურვილი.

"ჰაიარტუნ" ცენტრის "ნერსეს შნორჰალი“ და დილიჯანის „პატარა მომღერლები“ გუნდების წევრები უფრო დააახლოვა ვიზიტმა ჰაღარწინის სამონასტრო კომპლექსში. უძველეს სულიერ ტაძარში ბავშვებმა არა მხოლოდ სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს, ასევე ერთად იმღერეს სომხური საგალობლები.

გულწრფელი დამშვიდობების შემდეგ დილიჯანელები დაბრუნდნენ თავიანთ ქალაქში, ნერსეს შნორჰალი გუნდის წევრებმა კი გააგრძელეს გზა და ეწვივნენ მე-13 საუკუნეში აგებულ გოშავანქს, მოისმინეს მხითარ გოშის (ვისი სახელიც ეწოდება მონასტერს) დაწერილი „სამართლის კრებულის“ შესახებ, რომელიც იყო დიდი მოვლენა სომხურ და საერთაშორისო სამართლის ისტორიაში.

DSC4453 DSC4482 DSC4509 IMG 0844 

DSC4585 IMG 0884 IMG 0917 IMG 0926 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)