ტავუშის ეპარქიის ბავშვების სტუმრობა ბათუმში |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის და ტავუშის ეპარქიის წინამძღვრების, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის და მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის კურთხევით, ასევე ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის, მღვდელ არარატ გუმბალიანის, მიწვევით, ბათუმს ეწვივნენ ტავუშის რეგიონის სხვადასხვა თემებიდან 17 ბავშვი და ახალგაზრდები, ტავუშის ეპარქიის სოციალურ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის, მერი თუხიკიანის, ხელმძღვანელობით. პროგრამას მხარი დაუჭირა ასევე სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა. ბავშვები აქტიურ დასვენებასთან ერთად სიამოვნებით ჩაერთნენ ბათუმის სომხური საზოგადოების სულიერ ცხოვრებაში. ისინი ყოველ დღე ესწრებოდნენ ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის ღვთისმსახურებებს, გულმოდგინედ სწავლობდნენ საგალობლებს, ლოცვებს, მცნებებს. ტავუშელები დღეს ატარებდნენ შავ ზღვაში ცურაობით და მხიარულ გართობებში მონაწილეობით. ტავუშის ეპარქიის ცენტრის აღსაზრდელთა საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი ადგილობრივი და რეგიონის ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციის გააქტიურება იყო. ბავშვების დღეს მხიარული და საინტერესო ხდებოდა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ალექსანდრე მანთაშევის სახელობის კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრში. ცენტრის დირექტორის, სონა ჰოვანისიანის, პედაგოგების და აქტივისტების ინიციატივით აქ ყოველ დღე ტარდებოდა შეხვედრები, დისკუსიები, თამაშები, სხვადასხვა კონცერტები. ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის ღირსეული მღვდლის არარატ გუმბალიანის მიერ 11 ტავუშელი ბავშვის მონათვლა იყო. ტავუშის სოციალური და საგანმანათლებლო ცენტრის ბავშვებმა ვიზიტის ბოლოს მონაწილეობა მიიღეს ბუნების წიაღში ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიისა და ალექსანდრე მანთაშევის სახელობის ცენტრის ახალგაზრდებისა და მოსწავლეების მოწყობილ პიკნიკში. ტავუშელ ყველა სტუმარს თავიანთ სახლებში უმასპინძლეს ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის მორწმუნეებმა. სტუმრები მადლიერებას გამოუხატავენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის და ტავუშის ეპარქიის წინამძღვრებს, ბათუმის „სურრბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერ მოძღვარს, ალექსანდრე მანთაშევის სახელობის კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის პერსონალს და ეკლესიის მორწმუნეებს, რვა დღის განმავლობაში სტუმრების მასპინძლობისა და ბედნიერი და უზრუნველი დღეების მინიჭებისათვის. |