შეხვედრა დაღუპული ჯარისკაცების დედებთან |
სიახლეები |
2016 წლის 28 ივნისს, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ (წმინდა მაცხოვრის) ეკლესიას ეწვივნენ არცახისა და სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების დაცვის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დედები. ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, ღირსეულმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სულების სიმშვიდისათვის შეასრულა პანაშვიდის წესი. მამა არარატმა ნუგეშის სიტყვით მიმართა დაღუპულთა დედებს, ხაზი გაუსვა პატრიოტიზმის და ერთგულების იმ კეთილშობილურ გრძნობებს, რაც შვილში შეიძლება დანერგოს მხოლოდ დედამ , საყვარელი შვილის აღზრდის პროცესში. მგლოვიარე მომლოცველებთან შეხვედრა გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის "ალექსანდრე მანთაშევის" სახელობის ცენტრში. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული, ახლადდანიშნული ეღიშე სარგსიანი, სათვისტომოს მოღვაწეები, ცენტრის თანამშრომლები. შეხვედრა გახსნა ცენტრის დირექტორმა სონა ჰოვანისიანმა, მადლობა გადაუხადა დედებს, რომლებმაც აღზარდეს გმირი შვილები, სამშობლოს მტკიცე დამცველები. შემდეგ ნაჩვენები იქნა სომხური არმიისადმი მიძღვნილი ვიდეოფილმი. მადლიერების სიტყვით გამოვიდნენ კონსული ეღიშე სარგსიანი და მღვდელი არარატ გუმბალიანი. ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიცოცხლის ფასად დედა სამშობლოს საზღვრების დაცვის ყველაზე ძლიერი გზავნილი ახალგაზრდებისადმი შეიძლება იყოს გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეთა დედების გამამხნევებელი სიტყვა. თავიანთ გამოსვლებში, სამხედრო მოსამსახურეთა დედებმა, რომლებიც გულით ატარებენ შვილების დაღუპვის ტკივილსა და მწუხარებას, აღნიშნეს, რომ ამაყნი არიან, რომ მათი შვილები დაიღუპნენ სამშობლოსათვის. მადლიერება გამოხატეს მათი შვილების ხსოვნის უკვდავყოფისათვის და ახალგაზრდებს მოუწოდეს ყველგან და ყოველთვის, სიცოცხლის ფასადაც კი, დაიცვან საკუთარი სამშობლო, საკუთარი სახლი, მათი მშობლების პატივი.
|