1geo

fb you od

პატარები დაემშვიდობნენ სკოლამდელ დაწესებულებას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

glxavor-Recovered 

2016 წლის 1 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა "სურბ მოვსეს ხორენაცი" სკოლამდელი დაწესებულების 2015-2016 სასწავლო წლის გამოშვების ბავშვების გაცილების ზეიმი. საზეიმოდ მოწყობილ დარბაზში ამაყად ისხდნენ სომხურ ეროვნულ კოსტიუმებში გამოწყობილი უფროსი ჯგუფის აღსაზრდელები, მათ გარშემო კი ისხდნენ მათი მეგობრები, რომლებიც ელოდნენ მეგობრების გამოსამშვიდობებელ სიტყვას.

ხალხმრავალ დარბაზში ადგილები ეკავათ არა მხოლოდ მშობლებს, მასწავლებლებს, საბავშვო ბაღის ყოფილ აღსაზრდელებს, არამედ საქართველოს სომეხთა ეპარქიის მღვდელმსახურებს, საქართველოში სომხეთის საელჩოს წარმომადგენლებს, სტუმრებს შორეული ნოვოსიბირსკიდან, სომხეთიდან.

ზეიმი დაიწყო საუფლო ლოცვით და ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით. დამსწრეებს მიესალმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი, „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის გამგე ევგენია მარკოსიანი, რომელმაც ისაუბრა სკოლამდელი დაწესებულების 5- წლიან ქრონოლოგიაზე, აღნიშნა, რომ 16 აღსაზრდელთაგან 11 სომხურ სკოლაში ისწავლის. განათლების განყოფილების დირექტორმა მადლობა გადაუხადა სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებს, მხარდამჭერებს და განსაკუთრებით მშობლებს, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თავიანთი შვილების სომხური სულისკვეთებით აღზრდას, დიდი მზაობით მხარს უჭერენ აღნიშნული დაწესებულების მოღვაწეობას.

საბავშვო ბაღის უმცროსმა აღსაზრდელებმა კეთილი სვლის სიტყვით, სიმღერით, ცეკვით და ლექსებით კეთილი გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდნენ. მართლაც, გაიზარდნენ უფროსი ჯგუფის აღსაზრდელები. სომხური ეკლესიის, მშობლიური ენისა და დედა სამშობლოს მიმართ დიდი სიყვარულით გამსჭვალული სიტყვა, ლამაზი ცეკვა, მხიარული სიმღერა, რომელიც მათ საბავშვო ბაღში ასწავლეს პატივცემულმა ევგენია მარკოსიანმა, მასწავლებლებმა ოქსანა შაროიანმა, მეტაქსია ღაზარიანმა, მარია აბულიანმა, ივანე მკრტჩიანმა, იმსახურებდა აუდიტორის კმაყოფილებას და ქებას.

ბავშვებს ცხოვრების ახალ, უფრო საპასუხისმგებლო პერიოდში შესვლა მიულოცეს და წარმატება უსურვეს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იური ვარდანიანის, მეუღლემ ქალბატონმა ელეონორა ვარდანიანმა, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს განათლებისა და კულტურის საკითხებით მრჩეველმა ელინა მკრტჩიანმა, „ჰაიარტუნ" ცენტრის დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა.

"ჰაიარტუნ" ცენტრის დამფუძნებელ-ქველმოქმედებმა, მამა-შვილმა ბორის და არტურ სააკოვებმა, სამეურვეო საბჭოს წევრმა სოს საჰაკიანმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა, როდესაც იხილეს კეთილი საქმის ისეთივე კეთილი ნაყოფი, აღფრთოვანებულებმა მაღალი შეფასება მისცეს ბავშვების სომხური სულისკვეთებით აღზრდის მიმარულებით შესრულებულ დიდ სამუშაოს, რომელიც ასევე საგზურია ეროვნული ცნობიერებით დიდი ცხოვრებისკენ.

ლოცვით და სულიერი მამების კურთხევით მათი შვილების დღის დაწყების, მასწავლებლების მიერ ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული სწავლების და დედობრივი მზრუნველობისთვის ეპარქიის წინამძღვარს, კულტურის ცენტრს და საბავშვო ბაღის პერსონალს მშობლების სახელით მადლიერება გამოუხატა მშობელმა ანჟელა ხაჩატრიანმა.

ზეიმი შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, შეფასების სიტყვით მიმართა საბავშვო ბაღის ხელმძღვანელს, მასწავლებლებს, ძიძას, ყველა მშობელს. სამშობლოს ფარგლებს გარეთ სომხური ენის და სომხური სულის შენარჩუნებას მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ უწოდა ბრძოლა, რომლის დადებითი შედეგები შესამჩნევია თბილისში, ბათუმში, სომხებით დასახლებულ სხვა დასახლებებში. ეპარქიის წინამძღვარმა სკოლამდელ დაწესებულებას არა მხოლოდ აღზრდის კერა უწოდა, არამედ კულტურული გარემოც, სადაც სხვადასხვა საგნებში დაწყებით ცოდნასთან ერთად, ბავშვი სიმღერით, ცეკვით, სხვადასხვა თამაშებით იღებს მისთვის მშობლირ კულტურას, სწავლობს თავის მშობლიურ ენას.

ბოლოს წინამძღვარმა ბავშვებს გადასცა საბავშვო ბაღის დამთავრების მოწმობები, სამახსოვრო ალბომები და პატარები მამობრივი სითბოთი დალოცა.

DSC06953 copy DSC06960 copy DSC06977 DSC06991 copy

565656 DSC06994-Recovered copy DSC06998 copy Безымянныйzxc-Recovered copy